"ფეისბუკს" შესაძლოა ყველაზე დიდი ჯარიმის გადახდა მოუწიოს

13 ივლისი, 2019 124



ამერიკის შეერთებული შტატების მარეგულირებელი ორგანო „ფეისბუქს“ 5 მილიარდი დოლარით აჯარიმებს. საქმე ეხება „Cambridge Analytica“-ის სკანდალურ საქმეს. აშშ-ის ფედერალურმა სავაჭრო კომისიამ, რომელიც ამ საქმის გამოძიებას გასული წლის მარტიდან აწარმოებს, დაასკვნა, რომ ლონდონში რეგისტრირებულმა საკონსულტაციო ფირმამ „Cambridge Analytica“-მ ფეისბუქისგან სოციალური ქსელის 87 მილიონი მომხმარებლის პირადი მონაცემები კანონის დარღვევით მიიღო, რომლებიც შემდეგ  თავისი პოლიტიკური კლიენტების ინტერესების შესაბამისად გამოიყენა. ამ კვირაში გადაწყვეტილება კომისის ხუთი წევრიდან სამმა მოიწონა.
აღნიშნულ ინფორმაციას ამერიკულ მედიაზე დაყრდნობით „ბი-ბი-სი“ ავრცელებს. თავად „ფეისბუკს“ და ფედერალურ სავაჭრო კომისიას ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია. მედია ვარაუდობს, რომ ამ ინფორმაციას ოფიციალურად მომავალ კვირაში გამოაქვეყნებენ. თუ აღნიშნული დადასტურდება, ეს იქნება ყველაზე დიდი ჯარიმა, რომელიც ოდესმე გადაუხდია ტექნოლოგიურ კომპანიას ფედერალური სავაჭრო კომპანიისთვის.
ჯარიმის ამ ოდენობის გაჟონვისთანავე „ფეისბუკის“ აქციების ფასმა 1,8 პროცენტით მოიმატა. უმსხვილესი სოციალური ქსელის ანალიტიკოსები წინასწარ ვარაუდობდნენ, რომ დაახლოებით 5 მილიარდამდე ჯარიმის გადახდა მოუწევდათ.скачать dle 12.0
კომენტარები
აგრეთვე იხილეთ: