საქართველოს პირველი რესპუბლიკის დროშასა და გერბს კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა

13 ივლისი, 2019 115


საქართველოს პირველი რესპუბლიკის დროშასა და გერბს კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა

საქართველოს პირველი რესპუბლიკის დროშას და გერბს კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ამის შესახებ ინფორმაციას კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო იუწყება.

"საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს მომართვისა და საქართველოს ეროვნული არქივის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის ბრძანებით 2019 წლის 28 ივნისს, კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა საქართველოს პირველი რესპუბლიკის დროშასა და გერბს (ესკიზი)." - აცხადებენ სააგენტოში. 

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა იაკობ ნიკოლაძემ და იოსებ შარლემანმა შექმნეს. საქართველოს დროშა დაცული იყო შესაბამისი კანონით "კანონი საქართველოს რესპუბლიკის დროშის შესახებ".

გერბის მხატვარი იყო იოსებ შარლემანი, რომელმაც საქართველოს დროშის შექმნაზეც იმუშავა. გერბზე წმიდა გიორგის გამოსახვის წესების ავტორები და მხატვრები კი დიმიტრი შევარდნაძე და დავით კაკაბაძე იყვნენ. დროშის მსგავსად, არსებობდა სახელმწიფო კანონი საქართველოს რესპუბლიკის გერბის შესახებ.скачать dle 12.0
კომენტარები
აგრეთვე იხილეთ: