"მამაჩემს კარავში წყალი შეუვიდა, მაგრამ მაინც მხნედაა" - თინა სიხარულიძემ პარლამენტთან მოშიმშილე მამას პატიება სთხოვა

12 ივლისი, 2019 374


"მამაჩემს კარავში წყალი შეუვიდა, მაგრამ მაინც მხნედაა" - თინა სიხარულიძემ პარლამენტთან მოშიმშილე მამას პატიება სთხოვა

ვახო სიხარულიძის შვილი თინა სიხარულიძე პარლამენტის წინ მოშიმშილე მამასთან შეხვედრის შემდეგ საკუთარ ფეისბუკზე პოსტს აქვეყნებს და ამბობ რომ მამას პატიება თხოვა:
"მეგა ტვ" თინა სიხარულიძის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

"დღეს ბევრი იწვიმა.
მამაჩემს კარავში წყალი შეუვიდა, მაგრამ მაინც მხნედაა, სულ არ დაღლილა. ვინც არ იცის შიმშილობის სპეციფიკა, შეიძლება გაუკვირდეს ან არ დაიჯეროს.
წვიმდა და წვიმდა. მე ვიდექი ქოლგით, მას კარავი გახსნილი ჰქონდა და მიყურებდა, როგორ ვკარგავდი იმედს.
მერე თქვა, რომ არაფერი გამოდის და რომ ახალგაზრდებმა ბევრი რამე ვერ გავთვალეთ. მე ბევრი ვიტირე და პატიება ვთხოვე. მამაჩემმა ცრემლები მომწმინდა და მითხრა, რატომ ტირი, გეგონა, რომ მამაშენი საჭმელს აღარ შეჭამდა და ამით ქვეყანა გასწორდებოდაო?
მერე მე ვუთხარი, რომ ჩემი მისდამი უსაზღვრო სიყვარულის მიუხედავად, ამ ყველაფრისთვის მაინც მემეტებოდა, იმიტომ, რომ ჩვენ ერთნაირები ვართ. ხო, ასე ვუთხარი.
მერე გამომიშვა. წამოვედი ტირილით. მაგრამ ვარ ამაყი და ამას ვერავინ წამართმევს." - წერს თინა სიხარულიძე

ვახო სიხარულიძე პარლამენტთან უკვე მე-16 დღეა შიმშილობს. ის პროფესიით ექიმია, მოწოდებით კი პატრიოტი. იგი ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი აქტიური წევრია.  რუსთაველზე, პარლამენტის შენობასთან გაშლილ კარვებში მყოფ მოშიმშილეებთან ერთად ის შსს-ს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგმოს ითხოვს. მოშიმშილეები ყოველდღიური საპროტესტო აქციას, რომელიც 22 დღეა გრძელდება, ამ ფორმით უერთდებიან.

ვახო სიხარულიძემშიმშილობის აქციაში თავდაპირველად 1988 წელს მონაწილეობდა. ადრეც და ახლაც, საქართველოში რუსულ გავლენებს, ინტერვენციას და ოკუპაციას აპროტესტებდა და აპროტესტებს. 
აღსანიშნავია, რომ ვახო სიხარულიძეს პროფესია და იოგით გატაცება ეხმარება, რომ შიმშილობას მაქსიმალურად გაუმკლავდეს, თუმცა პერიოდულად მის კარავზე, იქ მყოფთა მიმართ, გაფრთხილებებიც სჩანს - თავი შეიკავონ კარავთან საკვების მიღებისგან. ეს ერთგვარი, სიმართლენარევი იუმორი სოციალური მედიის ყურადღების ცენტრშიც მოექცა. 

ამავე თემაზე: 

ქუთაისელი ვახო სიხარულიძის შიმშილობის მე-11 დღე


скачать dle 12.0
კომენტარები
აგრეთვე იხილეთ: