"ამგვარი დამახინჯება ისტორიული ფაქტებისა, არსებული კონფლიქტების გაღრმავებას უწყობს ხელს" - საქართველოს საპატრიარქო ვლადიმერ პუტინის განცხადებას ეხმაურება

12 ივლისი, 2019 86


"ამგვარი დამახინჯება ისტორიული ფაქტებისა, არსებული კონფლიქტების გაღრმავებას უწყობს ხელს" - საქართველოს საპატრიარქო ვლადიმერ პუტინის განცხადებას ეხმაურება

საქართველოს საპატრიარქო ვლადიმერ პუტის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს რომ, ისტორიული ფაქტების დამახინჯება კონფლიქტების გაღრმავებას უწყობს ხელს.

"ა.წ. 9 ივლისს რუსეთის პრეზიდენტის, ბატონ ვლადიმერ პუტინის მიერ აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით არც თუ ისე შორეული წარსულის არასწორმა ინტერპრეტაციამ ჩვენს ხალხში მკვეთრად უარყოფითი რეაქცია გამოიწვია. ამგვარი დამახინჯება ისტორიული ფაქტებისა, არსებული კონფლიქტების გაღრმავებას უწყობს ხელს. 
მიგვაჩნია, რომ აღნიშნული განცხადება ერთგვარ გამოწვევად უნდა იქცეს საქართველოს სახელმწიფოს, ქართველი მეცნიერებისა და თითოეული ჩვენგანისათვის და განხორციელდეს სწრაფი რეაგირება, რათა, როგორც ჩვენი ქვეყნის ზოგადი ისტორიის, ისე მისი ცალკეული ეტაპების შესახებ არსებული სამეცნიერო გამოკვლევები და პოპულარული ენით დაწერილი მასალაც მსოფლიოში გასავრცელებლად კვალიფიციურად შეირჩეს და დროულად ითარგმნოს ინგლისურ, რუსულ და სხვა უცხო ენებზე. 
ამ პროცესში კი ყველას შეუძლია მონაწილეობის მიღება. ასევე, აუცილებელია დაინტერესებულ მხარეებთან დისკუსიები პრობლემურ საკითხებზე. 
საქართველოს საპატრიარქო მზად არის, ისტორიულ რეალობებზე მსჯელობისათვის კონფერენციებისა და შეხვედრების მოწყობაში ყველა მხარეს შეუწყოს ხელი." - ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საქართველო ოკუპაციასა და გენოციდში დაადანაშაულა.

ამავე თემაზე: 

"მეტის ღირსი ვართ საერთოდ რომ ველაპარაკებით" - ქუთაისელები პუტინის განცხადებას აფასებენ

"ძალიან მალე იმის მტკიცებას დაგვიწყებენ რომ არც საქართველოში ცხოვრობდნენ ქართველები"



скачать dle 12.0
კომენტარები
აგრეთვე იხილეთ: