გოგი წულაიამ სუს-ს "მოსმენისთვის" მადლობა გადაუხადა და პუშკინის ქუჩაზე სიმბოლურად გზა დააგო

12 ივლისი, 2019 216


გოგი წულაიამ სუს-ს "მოსმენისთვის" მადლობა გადაუხადა და  პუშკინის ქუჩაზე სიმბოლურად გზა დააგო

“ქალაქის მერი მარჯვე ბიჭია და გააკეთებდა ამას მარა ალბათ ვერ მოიცალა, ვერ გებულობს, ხან ინგლისშია, ხან ამერიკაში, ხან იაპონიაში, ახლა ფილიპინებზე მიდის„ -ასე ირონიით პარტია „თავისუფალი საქართველო“-ს თავმჯდომარის მოადგილემ გოგი წულაიამ ქალაქში ინფრასტრუქტურის კუთხით არსებული მდგომარეობა გააპროტესტა. მან ბრიფინგი პუშკინის ქუჩაზე გამართა, სადაც გზა უკვე წლებია სავალოლო მდგომარეობაშია და პრობლემას უქმნის, როგორც ფეხით, ისე მანქანით მოსიარულეებს.

„განსაკუთრებით სასირცხვილო არსებული მდგომარეობა ტურისტულ სეზონზეა. ტურისტების მაინც შერცხვეთ“- აღნიშნა წულაიამ.
„გუშინ დავაანონსე ბრიფინგი და აი, მოვიდნენ და აკეთებენ მადლობა სუს“ - განაცხადა პარტია „თავისუფალი საქართვლო“-ს თავმჯდომარის მოადგილემ.

წულაიმ სიმბოლურად გზის დაგებაში თავადაც მიიღო მონაწილება.

ადგილზე იმყოფებოდა მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი ბექა ყურაშვილი. მისი თქმით, არ იცოდა გოგი წულაიას ბრიფინგის შესახებ და სამუშაოები დაგეგმილი იყო. კითხვაზე, რატომ გახდა წვიმაში გზის დაგება აუცილებელი, პასუხობს, რომ ეს გეგმიური სამუშაოა და წვიმა პრობლემას არ ქმნის.
скачать dle 12.0
ვიდეო:
კომენტარები
აგრეთვე იხილეთ: