"ვერ შემოვლენ სანამ ბოლო მოსახლე მაინც აქ იქნება"-ანეულას მაცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ

06 ივლისი, 2019 336


"ვერ შემოვლენ სანამ ბოლო მოსახლე მაინც აქ იქნება"-ანეულას მაცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ

ციალა კვინიკაძის გულის ტკივილს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ანეულაში შექმნილი მდგორეობა იწვევს . სოფელში რკინიგზისდა საავტომობილო ხაზები გაჰყავთ. შედეგად სოფლის მოსახლეების ნაწილი სასოფლო სამეურნეო სავარგულების, ნაწილი კი საცხოვრებელი სახლების გარეშე რჩება. ადგილობრივები პროექტის წინააღმდეგნი არ არინ, პრობლემას კომპენსაციის სიმცირე და ის კრიტერიუმები ქმნის, რომელთა მიხედვითაც ჩამოსართმები ფართობების რაოდენობა განისაზღვრა. რაში უნდა გამოვიყენოთ ეზო, როცა სახლი აღარ გვექნება ან რაში გვარგია სოფელში სახლი თუ მიწას ჩამოგვართმევენ -აცხადებენ ანეულას მაცხოვრებლები. თუ სახელმწიფო შეისყიდის მიწას უნდა შეისყიდოს სახლიც და პირიქით, განმარტავენ ისინი.

  • სოფელ ანეულაში მიმდინარე პროცესები და მოსახლების მდგომარეობა დეტალურად შეგიძლიათ იხილოთ "მეგა ტვ"-ის მიერ მომზადებულ რუკაზე



სოფლის მაცხოვრებელთა ნაწილმა უკვე მიიღო კონპენსაცია და დატოვა კიდეც ანეულა. ახლა იმ ტერიტორიებზე სადაც წლების განმავლობაში საცხოვრებელი სახლები იდგა ნანგრევებიღაა დარჩენილი. მალე კი ეს ნანგრევებიც მიწასთან გასწორდება. სოფელი ახლა მხოლოდ იმ რამდენიმე მოსახლისგან შედგება,რომლებიც ჯერ კიდევ საკუთარი სამართალის  გატანას ცდილობენ.

როგორც მოსახლეობა ამბობს სარკინიგზო და საავტომობილო გზის სარემონტო სამუშაოები უკვე რამდენიმე წელია მიმდინარეობს. მათივე თქმით ისინი 4 წელია გაუსაძლის პირობებში ცხოვრობენ, ისეთში როგორიც არის მუდმივი მტვერი, ხმაური და შიში. ანეულას მოსახლეობის განცხადებით ფერდობების აფეთქებების დროს მათი სახლები ზანზარებდა, ეზოებში კი ქვები ცვიოდა.  


პრობლემას წარმოადგენს ის ეკოლოგიური მდგომარეობა რაც აქ მიმდინარა ინფატსრუქტურული პროექტის შედეგად იქმნება. უკვე წლებია მტვერში ვცხოვრობთ აცხადებენ ადგილობრივები. დაბინძურდა მდინარე ჩხერიმელა და ამოიკეტა ის წყაროც, რომელსაც ადგილობრივები სასმელდიყენებდნენ.

მოსახლეობის თავალთახედვა გაზიარებული არაა გარემოზე ზემოქმედების ანგარიშში, სადაც აღინიშნულია რომ ჰაერი ვიზულაური დაკვირვებით დაბინძურებული ვერ იქნება, მიზეზი მარტივი, აქ დაბინძურების წყარო არ არსებობს. ანგარიში "საქართველოს რკინიგზის" დაკვეთით შპს „გამა კონსალტინგი“-მა 2018 წელს შეასრულა, თუმცა ეს დასკვნა სოფლის მაცხოვრებლების მოსაზრებას კი რადიკალურად ეწინააღმდეგება.

ანეულას საქმე ამ ეტაპზე ზესტაფონის სასამართლოშია. პროცესი უკვე თითქმის ერთი წელია კონკრეტული შედეგის გარეშე გრძელდება. ანეულას მოსახლეობასაც მოლოდინის რეჟიმში უწევთ ყოფნა, იმ იმედით რომ სასამართლო სამართლიან განაჩენს გამოიტანს.

თბილისი-მახინჯაურის მთავარი სარკინიგზო მაგისტრალის მოდერნიზაციის პროექტი, ასე ქვია პროექტს რომელსაც ეწირება სოფელი ანეულა. სამუშაოების დამკვეთი საქართველოს რკინიგზაა ,ხოლო კოტრაქტორი ჩინური კომპანიაა. "რკინიგზის ხაზი კლასიფიცირდება, როგორც პირველი კლასის სარკინიგზო ხაზი, რომელიც გათვალისწინებულია როგორც სამგზავრო ასევე სატვირთო სატრანსპორტომოძრაობისათვის. სოფელი ნაბოძირის, სოფელის ანეულასტერიტორიაზე სარკინიგზო ხაზი გაივლის საცხოვრებელი ზონის ფარგლებში, სადაც დაგეგმილია რამდენიმე საცხოვრებელი სახლის და საკარმიდამო ნაკვეთების შესყიდვა, ხოლო სარკინიგზო ხაზის და საცხოვრებელ ზონას შორის ხმაურდამცავი ნაგებობების მოწყობა. უახლოესი საცხოვრებელი სახლები საპროექტო მაგისტრალიდან დაცილებული იქნება 60-70 მ-ით." - ვკითხობთ პროექტის აღწერაში.

"მეგა ტვ" აგრძელებს თემაზე მუშაობს. 





скачать dle 12.0
ვიდეო:
კომენტარები
აგრეთვე იხილეთ: