„ყველამ აგოს პასუხი დათხრილი თვალებისთვის“ - ქუთაისში საპროტესტო აქციები გრძელდება

02 ივლისი, 2019 129


„ყველამ აგოს პასუხი დათხრილი თვალებისთვის“ - ქუთაისში საპროტესტო აქციები გრძელდება

„ყველამ აგოს პასუხი დათხრილი თვალებისთვის“, „გადადგეს გახარია“, „დაისაჯოს საქართველოს პარლამენტში მყოფი გახარიები“ - სწორედ ამ ლოზუნგებს სკანდირებდნენ ქუთაისში აქციის მონაწილეები. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთის წევრები ფალიაშვილის ქუჩაზე შუქნიშანთან შეიკრიბნენ და აქცია-პერფონასი მოაწყვეს. მათ კიდევ ერთხელ მოითხოვეს შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომა და ყველა იმ პირების დასჯა, რომლებიც რუსი დეპუტატის საქართველოში ვიზიტს სიხარულით მიეგებნენ. აქციის მონაწილეების თქმით ერთ-ერთი მათგანი ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი გენადი მარგველაშვილი იყო. სწორედ ამიტომ მან, ნანა კოსტავასთან, ალეკო ახალაძესთან და დიმიტრი მხეიძესთან ერთად უნდა დატოვოს პოსტი.скачать dle 12.0
კომენტარები
აგრეთვე იხილეთ: