"წადი! წადი!" - აქციის მონაწილეები გახარიას განცხადებებს ეხმაურებიან

27 ივნისი, 2019 112


"წადი! წადი!" - აქციის მონაწილეები გახარიას განცხადებებს ეხმაურებიან

გიორგი გახარიამ თქვა, რომ ჩემი პასუხისმგებლობაა, რაც მოხდაო და ჩვენ შეგვიძლია პირველად დავეთანხმოთ მას, დიახ, შენი პასუხისმგებლობაა, - ამის შესახებ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის სპიკერმა ზაზა აბაშიძემ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. სპიკერი ტყუილს უწოდებს გახარიას იმ განცხადებას, თითქოს აქტივისტები სამართალდამცველების სახალხო სასამართლოს გამართვას ითხოვენ.
"მან ასევე თქვა, რომ ვითხოვთ სახალხო სასამართლოს პოლიციელებზე. ეს არის ტყუილი. ჩვენ არანაირ სახალხო სასამართლოს არ ვითხოვთ. ჩვენ ვითხოვთ, სიმართლეს და სიმართლე არის ის, რომ უნდა გადადგეს გიორგი გახარია", - განაცხადა სპიკერმა, რის შემდეგაც სპიკერი და აქციის მონაწილეები ერთხმად სკანდირებდნენ: "წადი, წადი".
როგორც მან აღნიშნა, აქტივისტები მანამდე არ დაიშლებიან, სანამ 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, გახარიას პასუხისმგებლობის საკითხი არ დადგება.скачать dle 12.0
კომენტარები
აგრეთვე იხილეთ: