ბიზნესმენები პოლიტიკური პარტიის შექმნას გეგმავენ

26 ივნისი, 2019 224


ბიზნესმენები პოლიტიკური პარტიის შექმნას გეგმავენ

„საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში“ ბევრი რამე შეიცვლება“- ასეთ განცხადებას „საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ უკვე პირველი ვიცე-პრეზიდენტი ლაშა პაპაშვილი „კომერსანტთან“ აკეთებს. მისი ინფორმაციით, ასოციაციაში გუნდი მთლიანად შეიცვალა, არჩეულია “საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი“ — სოსო ფხაკაძე, ასევე ახალი აღმასრულებელი დირექტორი – ლევან ვეფხვაძე, მეორე ვიცე-პრეზიდენეტი -არჩილ კონცელიძე.

როგორც პაპაშვილი განმარტავს, ასოციაცია უფრო მობილური იქნება. მიმდინარეობს 5-წლიანი სტრატეგიის ჩამოყალიბება. გადაიხედება 6 თვის ბიუჯეტიც. პაპაშვილის ინფორმაციით, დაახლოებით ივლისის ბოლოსთვის ახალი გუნდი, ახალი ხედვით წარსდგება.
კითხვაზე, კონკრეტულად რა ნაწილში იგეგმება რადიკალური ცვლილებები, პაპაშვილი განმარტავს, რომ დეტალები ერთ თვეში იქნება, თუმცა, აღნიშნავს, რომ ასოციაცია 10 წლის განმავლობაში  მთავრობის ამა თუ იმ ფრთასთან ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობდა. ახლა ეს სამუშაოები უფრო ინტენსიურად მოხდება.
„ვფიქრობთ,  წარმომადგენლები გვყვავდეს პარლამენტში. ეკონომიკური ბლოკის მინისტრებთან კომუნიკაცია ძალიან აქტიური გვინდა გახდეს. ჩვენი სურვილია, რომ ბიზნესის საზიანოდ არცერთი გადაწყვეტილებ არ იქნას მიღებული,“ — აცხადებს პაპაშვილი.
აღსანიშნავია, რომ გუშინ BAG-ის საერთო ყრილობაზე წევრების უმრავლესობამ მხარი „საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ პრეზიდენტის თანამდებობაზე სწორედ სოსო ფხაკაძეს დაუჭირა. ის ერთადერთი კანდიდატურა იყო. რაც შეეხება საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პირველ ვიცე პრეზიდენტის პოსტს, მას  ლაშა პაპაშვილი დაიკავებს. კიდევე ერთი სიახლე არის ის, რომ მოხდება ბიზნეს ასოციაციის სამეურვეო და სამეთვალყურეო საბჭოს შეერთება. გუნდი 25 წევრით დაკომპლექტდება. შეგახსენებთ, რომ აქამდე აღნიშნული ორგანოები ცალ-ცალკე ოპერირებდნენ.
ცნობისთვის, გიორგი ჭირაქაძემ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტის თანამდებობა მიმდინარე წლის აპრილში დატოვა, რის შემდეგაც ასოციაციის წესდების თანახმად, ყრილობის ჩატარებამდე პრეზიდენტის პოზიცია ვიცე პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ დაიკავა.
commersant.geскачать dle 12.0
კომენტარები
აგრეთვე იხილეთ: