ქუთაისში მერის გადადგომას მოითხოვენ

26 ივნისი, 2019 204


ქუთაისში მერის გადადგომას მოითხოვენ

ქუთაისის მერის გიორგი ჭიღვარიას გადადგომის მოთხოვნით 6 საათზე აქცია გაიმართება. პროტესტს ქუთაისის ცენტრალურ პარკში მდებარე კაფე-ბარის "სავანე" მეპატრონეები გამოთქვამენ. 

"დღეს 6 საათზე ვიწყებთ აქციას ბოროტმოქმედი მერის და მისი პრო ჭიღვარიული მერიის გადადგომის მოთხოვნით!!! ვინაიდან მერმა არ გაიგო და აგრძელებს ბრძოლას საბჭოურ-ჩეკისტური მეთოდებით, ვინაიდან ქალაქი გაანულა, ვინაიდან მერია გადააქცია ერთ დიდ ჩ.ც.დ-დ, კორუფციისა და დისკრიმინაციუს ბუდედ, ქუთაისის მერი უნდა გადადგეს!!! ყოველი დაკარგული დღე ბოლო ამოსუნთქვაა ქალაქის!!!,"- წერს კაფეს ერთ-ერთი მეპატრონე ირაკლი ტურაბელიძე თავის ფეისბუკ გვერდზე. 

კაფე-ბარ "სავანეს" მფლობელები აცხადებენ, რომ მერია მათ იმ ბიზნესს ართმევს, რომელსაც 23 წელია ფლობენ. მხარეებს შორის დავა ამ ეტაპზე სასამართლოშია.скачать dle 12.0
კომენტარები
აგრეთვე იხილეთ: