რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით ავიაბილეთების ფასი 34%-ით გაიზარდა

26 ივნისი, 2019 184


რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით ავიაბილეთების ფასი 34%-ით გაიზარდა

ავიაბილეთების ფასი რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით დაახლოებით მესამედით, უფრო ზუსტად 34%-ით გაიზარდა. „РБК“-ს ინფორმაციით, ყველაზე იაფი ბილეთი ამჟამად 7 ათასი რუბლი ღირს, გადაჯდომით - 9,5 ათასი. ფასების ზრდის მიზეზად ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობის გაუარესება და პუტინის მიერ ავიაგადაზიდვების მიმდინარე წლის 8 ივლისიდან აკრძალვა დასახელდა.
პირდაპირი ფრენის ფასი ეხება 8 ივლისამდე პერიოდს. გადაჯდომით 8 ივლისის შემდეგ.
შეკვეთებს ძირითადად იღებენ „თურქეთის ავიახაზები“ სტამბოლის გავლით და AZAL-ი ბაქოს გავლით. არის შეკვეთები საქართველოს ავიახაზებშიც, რომლებსაც ჯერ არ გაუუქმებიათ ფრენები, თუმცა, გადაჯდომით საქართველოში ჩამოსვლაზე ყველა ტურისტი არ არის თანახმა.скачать dle 12.0
კომენტარები
აგრეთვე იხილეთ: