სამოქალაქო აქტივისტებმა ნანა კოსტავას წასვლა კიდევ ერთხელ მოითხოვეს

26 ივნისი, 2019 146


სამოქალაქო აქტივისტებმა ნანა კოსტავას წასვლა კიდევ ერთხელ მოითხოვეს

სამოქალაქო აქტივისტებმა კიდევ ერთხელ ქუთაისის საკრებულოდან დეპუტატ ნანა კოსტავას წასვლა მოითხოვეს.

მათ კიდევ ერთხელ დაგმეს სიძულვილის ენა და ნებისმიერი მოქალაქის, მით უმეტეს დეპუტატის მხრიდან მისი გამოყენების ფაქტი.
"ჩვენ მოუწოდებთ სამთავრობო ორგანოების წარმომადგენლებს დაიგმოს სიძულვილის ენა. " - განაცხადეს აქტივისტებმა.
იმათივე თქმით ნანა კოსტავა თანამდებობრივ გადაცდომას არ ღიარებს: "ის ადამიანი ვინც ნიშნის მოგებით საუბრობს, ქალაქს სიკეთეს ვერ მოუტანს. იქამდე შევუქმნით მას დისკომფორტს, სანამ არ წავა საკრებულიდან" -  ამბობენ აქტივისტები.

შეგახსენებთ ნანა კოსტავამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტს. „კაი დღეში ხარ ახლა, იცინე“, -  ასეთი აღწერით გააზიარა 28 მაისს ნანა კოსტავამ Facebook-ზე მენეჯერ სალომე ბარკერის 2018 წლის ერთ-ერთი ვიდეო. მოგვიანებით მან პოსტი წაშალა. ამის შემდეგ მან კიდევ ერთი პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც მანამდე დაწერილი სტატუსის გამო ბოდიში მოიხადა და აღნიშნა, რომ არ იცოდა, თუ სალომე ბარკერის და არის 16 წლის გოგო, რომელიც ლაგოდეხის ნაკრძალში, მდინარეში დაიღუპა.

ამავე თემაზე: 

,,არ მოვუსმენ ამ პროვოკატორებს,, - ქუთაისის საკრებულოს დეპუტატმა ალეკო ახალაძემ ნანა კოსტავას მხარდაჯერა გამოუცხადა (ვიდეო)

скачать dle 12.0
ვიდეო:
კომენტარები
აგრეთვე იხილეთ: