"ვასილ ნახვამდის" - ქუთაისში კვლავ ვასილ კიკვიძის ძეგლის აღებას ითხოვენ (ვიდეო)

24 ივნისი, 2019 245


"ვასილ ნახვამდის" - ქუთაისში კვლავ ვასილ კიკვიძის ძეგლის აღებას ითხოვენ (ვიდეო)

ქუთაისში აქციის მონაწილეებმა ვასილ კიკვიძის ძეგლს თეთრი ბანერი გადააფარეს წარწერით: ''მე ქართველი ვარ, ჩემი ქვეყნის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ''. აქციის მონაწილეები უცვლელ მოთხოვნებთან ერთად ძეგლის დემონტაჟსაც მოითხოვენ. მათივე თქმით ვასილ კიკვიძე საბჭოთა ჯალათი იყო და მისი ძეგლი ქალაქში არ უნდა იდგეს.შეგახსენებთ რომ კიკვიძის ძეგლის აღებას ქუთაისში წლებია აქტიურად ითხოვენ არასამთავრობო ორგანიზაციის "ევროპა ჩვენი სახლია" წევრები. განცხადებით კიკვიძის ძეგლის აღებისა და აქ ზვიად გამსახურდიას ძეგლის დადგმის შესახებ მერის მრჩეველთა საბჭოს ერთ-ერთმა მოქალაქემ გიგა მელქაძემაც მიმართა. თუმცა ჯერ ამ მოთხოვნებს აღამასრულებელი ხელისუფელბა არ ეხმაურება. ეს კი მაშინ საბჭოთა სიმბოლიკის არსებობა ქალაქში ევროპული თავისუფლების ქარტიას ეწინააღმდეგება. ჩვენ ასევე დავინტერესდით თუ რას თუ რას გეგმავს მერია, თუმცა პასუხი ვერ მივიღეთ როგორც ჩანს მერის აპარატს იანვრიდან დღემდე საკმარისი დრო არ ქონდა რომ ადეკვატური პასუხი გაეცა მოქალაქეთა მოთხოვნისათვის. ასე თუ ისე ნაწილისთის გმირი ნაწილისათვი კი ჯალათად მიჩნეული წითელარმიელი გენერალი კვლავ უცვლელად ინარჩუნებს პოზიციებს და არ თმობს დაკავებულ ტერიტორიას.скачать dle 12.0
ვიდეო:
კომენტარები
აგრეთვე იხილეთ: