"მოუწევს ქართულ ოცნებას გახარიას გამეტება"-ქუთაისში აქციები გრძელდება

24 ივნისი, 2019 164


"მოუწევს ქართულ ოცნებას გახარიას გამეტება"-ქუთაისში აქციები გრძელდება

"დაუსიგნალე გახარიას" - ამ ლოზუნგით გაგრძელდა აქციების სერია ქუთაისში. მოქალაქეები 19:00 საათზე ქუთაისის ცენტრალურ მოედაზე ავტომობილებით შეიკრიბნენ მოგვინებით კი ქალაქს სიგნალებით წრე დაარტყეს. აქციის მონაწილეებმა, უცვლელად, შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომას მოითხოვეს. ანტისაოკუპაციაო აქციები საქართველოს მასშტაბით უკვე მეხუთე დღეა ტარდება. შეგახსენებთ 20 ივნისს თბილისში, პარლამენტთან გამართულ აქციაზე, სადაც მოსახლეობა რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის მიერ საქართველოს მთავარ საკანონმდებლო ორგანოში, პარლამენტის თავმჯდომარის სკამიდან რუსულ ენაზე სესიის წაყვას აპროტესტებდა, 250-მდე ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორმა ადამიანმა თვალი დაკარგა.

ამავე თემაზე: 

"დაუსიგნალე გახარიას" - ქუთაისში ავტომობილებით საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს (ვიდეო)

скачать dle 12.0
ვიდეო:
კომენტარები
აგრეთვე იხილეთ: