"დაუსიგნალე გახარიას" - ქუთაისში აქციის მეხუთე დღისთვის ემზადებიან

24 ივნისი, 2019 194


"დაუსიგნალე გახარიას" - ქუთაისში აქციის მეხუთე დღისთვის ემზადებიან

"დაუსიგნალე გახარიას" - ამ ლოზუნგით გრძელდება აქცია ქუთაისში. 

მოქალაქეები 19:00 საათზე ქუთაისის ცენტრალურ მოედაზე ავტომობილებით შეიკრიბებიან. ქალაქის მასშტაბით მსვლელობის დაწყებამდე "კულხურ შადრევანთან" აქცია-პერფომანსი მოეწყობა. აქციის მონაწილეები, უცვლელად, შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომას მოითხოვენ.

ანტისაოკუპაციაო აქციები საქართველოს მასშტაბით უკვე მეხუთე დღეა ტარდება. 

შეგახსენებთ 20 ივნისს თბილისში, პარლამენტთან გამართულ აქციაზე, სადაც მოსახლეობა რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის მიერ საქართველოს მთავარ საკანონმდებლო ორგანოში, პარლამენტის თავმჯდომარის სკამიდან რუსულ ენაზე სესიის წაყვას აპროტესტებდა, 250-მდე ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორმა ადამიანმა თვალი დაკარგა.

ამავე თემაზე: 

ქუთაისში ანტისაოკუპაციო აქცია მიმდინარეობს

ანტიოკუპაციური აქციის წევრები ქუთაისში კიკვიძის ძეგლის დემონტაჟს მოითხოვენ

"რუსეთი ოკუპანტია"- ახალგაზრდების საპროტესტო აქცია ქუთაისში (ვიდეო - ფოტორეპორტაჟი)

ქუთაისის ქუჩებში ახალგაზრდები გამოვიდნენ


скачать dle 12.0
კომენტარები
აგრეთვე იხილეთ: