დავით სერგეენკომ თანამდებობა დატოვა, ამიერიდან ის პრემიერ მინისტრის მრჩევლის პოსტს დაიკავებს

18 ივნისი, 2019 167


დავით სერგეენკომ თანამდებობა დატოვა, ამიერიდან ის პრემიერ მინისტრის მრჩევლის პოსტს დაიკავებს

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ თანამდებობა დატოვა, ის ამიერიდან ის პრემიერ მინისტრის მრჩევლის პოსტს დაიკავებს ამის შესახებ განცხადება პრემიერ- მინისტრმა მამუკა ბახტაძემ რამდენიმე წუთის წინ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

„დღეს ჩვენ გვაქვს ცვლილება, რომლის მიხედვითაც დავით სერგეენკოდაინიშნება ჩემს მრჩევლად და ჯანდაცვის მინისტრის პოსტს დაიკავებს ეკა ტიკარაძე. დარწმუნებული ვარ, დათო ჩემი მრჩევლის პოსტზე იქნება ისეთივე წარმატებული და მნიშვნელოვანი საქმეების გამტარებელი, როგორიც მინისტრად ყოფნის პერიოდში. დათო იყო, არის და იქნება ჩვენი პოლიტიკური გუნდის ერთგული წევრი და ის არის ჩვენი საუკეთესო კადრი. დარწმუნებული ვარ, იმ ერთობლივი საქმიანობა, რომელიც გვექნება მომავალში, ჩვენ უფრო მეტი საქმის გაკეთების საშუალებას მოგვცემს ჩვენი მოქალაქეებისთვის“, - აღნიშნა პრემიერმა.

დავით სერგეენო ჯანდაცვის მინისტრის პოსტს 2012 25 ოქტომბრიდან იკავებდა. 

აღნიშნული თანამდებობის დაკავებამდე ის საჩხერის საავადმყოფოს გენერალური დირექტორი და გავრცელებული ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის პირადი ექიმიც იყო.

სერგეენკოს მინისტრობის პერიოდის ძირითადი რეფორმები საყოველთაო დაზღვევას და C ჰეპატიტის სამკურნალო პროგრამას ეხება.
скачать dle 12.0
კომენტარები
აგრეთვე იხილეთ: