სააკაშვილმა თავისი უკრაინული პარტიის საარჩევნო სიის პირველი ხუთეული წარადგინა

13 ივნისი, 2019 103


სააკაშვილმა თავისი უკრაინული პარტიის საარჩევნო სიის პირველი ხუთეული წარადგინა

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის უმაღლესი რადის არჩევნებზე საკუთარი პარტიის „ახალი ძალების მოძრაობის“ საარჩევნო სიის პირველი ხუთეული წარადგინა.
სიის პირველი ნომერი თვითონ სააკაშვილია, მეორე - საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი, საქართველოს მთავარი პროკურორის ყოფილი პირველი მოადგილე, უკრაინის გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილე დავით საყვარელიძე, მესამე - პარლამენტის ყოფილი წევრი ოლეს დონი, მეოთხე - ოდესელი მოჭადრაკე ნატალია ჟუკოვა, მეხუთე კი ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ვლადიმერ ლანოვოია.
9 ივნისს სააკაშვილმა განაცხადა, რომ მისი პარტია არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად მიიღებს.
სააკაშვილი უკრაინაში 29 მაისს ჩავიდა. ეს მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა ზელენსკიმ მას უკრაინის მოქალაქეობა აღუდგინა. მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ექსპრეზიდენტ პოროშენკოს განკარგულებით 2017 წლის 26 ივლისს ჩამოართვეს.
უკრაინაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 21 ივლისს გაიმართება.скачать dle 12.0
კომენტარები
აგრეთვე იხილეთ: