ამბები




უკრაინის ახალ პრეზიდენტს ქუთაისში აფასებენ


უკრაინის ახალ პრეზიდენტს ქუთაისში აფასებენ

უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები დასრულებულია. ვლადიმერ ზელენსკიმ პეტრო პოროშენკო საპრეზიდენტო არჩევნებშიგამანადგურებელი სხვაობით დაამარცხა. მეორე ტურში ვლადიმერ ზელენკის ამომრჩევლის 73% -მა დაუჭირა მხარი, პეტრო პოროშენკოს კი მხოლოდ 24 %-მა.. მეგატვ პოლიტიკური პარტიების შეხედულებებით დაინტერესდა, თუროგორ აფასებენ უკვე მოქმედ პრეზიდენტს ზელენსკის, და მათი აზრით ახალი პრეზიდენტი რამდენად იქონოებს გავლენას საქარტველო-უკრაინის პოლიტიკურ ურთიერთობებზე.----ქუთაისის ორგანიზაციის გირჩის თავმჯდომარე თემურ ცამციშვილი აღნიშნავს, რომ ზელენსკის გამარჯვებამოულოდნელი არ ყოფილა და არჩევნებში დემოკრატიამ დამსახურებულად გაიმარჯვა.


ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის,ბესიკ ბრეგაძის თქმით, უკრაინას და საქართველოს პოლიტიკური და ეკონომიკური კუთხით საერთო ბევრი აქვთ, ის ფაქტი რომ უკრაინაში ოლიგაქრქის რეჟიმი დამარცხდა,მაგალითი უნდა იყოს საქართველოსთვის და ქართველი ხალხისთვის, რათა მათაც მალე უთხრან უარი ოლიგარქიულ მმართველობას.


პოლიტიკოსებისგან განსხვავებული დამოკიდებულება აქვთ მოქალაქეებს, მათი თქმით ზელინსკის გამარჯვება არსებითად ბევრს ვერაფერს შეცვლის რადგან ის უბრალოდ სახეაა, მის უკან კი ამ შემთხევაშიც ოლიგარების გარკვეული ჯგუფი დგას.


მოსახლეობის აქტივობამ 62 პროცენტი შეადგინა. პეტრო პოროშენკომ ძირითადად საზღვარგარეთ და უკრაინის დასავლეთ ოლქებში გაიმარჯვა. საბოლოო შედეგებს ცენტრალური საარჩევნო კომისია 30 აპრილს გამოაქვეყნებს.

скачать dle 12.0

ვიდეო:


Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com