ამბები




" მე ვტოვებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეობის პოსტს" -გუბაზ სანიკიძე


 " მე ვტოვებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეობის პოსტს" -გუბაზ სანიკიძე

 
 
 
 
ფრაქცია ”ეროვნული ფორუმი” საპარლამენტო უმრავლესობას ტოვებს. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე პარტიის ლიდერმა კახა შარტავამ განაცხადა. მისივე თქმით, ეროვნულმა ფორუმმა ყველა ვალდებულება შეასრულა. გუშინ, პარტიის მიერ გამართულ ყრილობაზე ასევე ცნობილი გახდა, რომ ”ეროვნული ფორუმი” არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას. ”ეროვნული ფორუმის” წევრები პარლამენტში თანამდებობებს ტოვებენ. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გუბაზ სანიკიძემ განაცხადა. ”მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, ”ეროვნული ფორუმი” ტოვებს საპარლამენტო უმრავლესობას, შესაბამისად, მე ვტოვებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეობის პოსტს, ჩემთან ერთად ტოვებენ თანამდებობებს შესაბამის კომიტეტებში მოადგილეების პოსტებზე მყოფი პირები - შალვა კიკნაველიძე, ანი მიროტაძე და თემურ მაისურაძე”, - განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.საპარლამენტო უმრავლესობის შემადგენლობიდან ფრაქცია ”ეროვნული ფორუმის” გასვლით უმრავლესობა არ იშლება, თუმცა მმართველ გუნდს პარლამენტში მეტი ძალისხმევა დასჭირდება კვორუმის შესაკრებად, კანონებისა და გადაწყვეტილებების მიღების უზრუნველსაყოფად.საპარლამენტო უმრავლესობა აქამდე სულ 7 ფრაქციის და ჯამში 88 წევრისგან შედგებოდა, მათ შორისაა როგორც კოალიციაში შემავალი პოლიტიკური სუბიექტების ფრაქციები, ასევე ”ნაციონალური მოძრაობიდან” გასული მაჟორიტარების ორი ფრაქცია. ”ეროვნული ფორუმის” გადაწყვეტილების შედეგად, უმრავლესობის ფრაქციები 6-მდე, ხოლო წევრთა რაოდენობა 82-მდე მცირდება. ამასთან, იმ შემთხვევაში თუკი უმრავლესობიდან ”რესპუბლიკელებიც” გავა, რომელსაც პარლამენტში 10-კაციანი ფრაქცია ჰყავს, დაიშლება როგორც უმრავლესობა, ასევე უმცირესობა და მოხდება ცვლილებები მთელს საპარლამენტო სტრუქტურაში.
скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com