ამბები




დიდი ფასის გადახდა მოუწევს ხელისუფლებას - ეკა ბესელია



ეკა ბესელია სასამართლოს სისტემაში არსებულ პრობლემებზე საუბრობს. მათ შორის, ის არ გამორიცხავს, რომ ადგილი აქვს შერჩევით სამართალს.
„არ გვაქვს ჩვენ გამართული სასამართლო სისტემა. შეიძლება, იყოს ცალკეული შემთხვევები, სადაც შეიძლება, რომ ასეთი დასკვნა გააკეთო. პროკურატურას აქვს თავისი პრობლემები და მასაც სჭირდება რეფორმა. მას სჭირდება ცვლილებები, მაგრამ პროკურატურამ კანონსაც რომ გადაუხვიოს, ამიტომ უნდა იყოს ქვეყანაში სასამართლო, რომელიც თავის ადგილს მიუჩენს პროკურატურას. არ არის ახლა ასეთი სასამართლო“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.
ის თვლის, რომ ეს პრობლემები სასამართლო სისტემაში ამ ხელისუფლების პირობებში უნდა დასრულებულიყო, თუმცა, ეს არ მოხდა და დღეს ქვეყანას ისევ ჰყავს ჯალათი მოსამართლეები.
„დიდი ფასის გადახდა მოუწევს ხელისუფლებას, რომ ეს ვერ მოხერხდა. მე მგონია, რომ ყველაზე მეტად ჩვენ გავანაწყენეთ ჩვენი მოქალაქეები. ეს არის უსამართლო მოპყრობა. ვიღაც ელოდებოდა სამართლიანობის აღდგენას. ახალა გავანაწყენეთ ადამიანები იმიტომ, რომ ვიღაცის მიმართ უსამართლოდ იქცევა ხელისუფლება. ყველაზე მეტად რაც მაწუხებს, სამართლიანობას უკავშირდება ეს,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ. скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com