ამბები




LGM Investments-ი საქართველოში საინვესტიციო პორტფელის გაზრდას გეგმავს


 

LGM Investments-ისაქართველოში საინვესტიციო პორტფელის გაზრდას გეგმავს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან დღევანდელ შეხვედრაზე გახდა ცნობილი.

მსხვილი ბრიტანული საინვესტიციო ფონდი LGM Investments-ი„საქართველოსბანკის"ერთ-ერთი აქციონერია.

ფონდის ინტერესის ძირითად სფეროებს საფინანსო და ჯანდაცვის სექტორი წარმოადგენს.

პრემიერ-მინისტრმა შეხვედრისას აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა ინვესტორების მზარდ ინტერესს მიესალმება და მათი ხელშეწყობისთვის მზად არის.

საუბარი შეეხო საქართველოში წარმატებით განხორციელებულ ბრიტანულ საინვესტიციო პროექტებს შეეხო. განსაკუთრებით აღინიშნაBP-ისპროექტი, რომლის ღირებულება 2 მილიარდი ევროა.

ბრიტანელ ინვესტორებთან კონკრეტულ საინვესტიციო პროექტებზე საუბარი დიდ ბრიტანეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტისას გაგრძელდება, რომელიც უახლოეს მომავალშ იიგეგმება.

შეხვედრას LGM Investments-ის მთავარი საინვესტიციო მენეჯერი ტომას ვესტერი, ფონდის საინვესტიციო მენეჯერები -დეფიდ ლუისი და გარეტ მორგანი; ხოლო, საქართველოს მხრიდან - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი და ეკონომიკური საბჭოს მდივანი გიორგი გახარია დაესწრნენ.

скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com