ამბები




გიორგი მღებრიშვილი საფრანგეთის შს მინისტრ ბერნარ კაზენევს შეხვდა


პარიზში პირველი სამუშო ვიზიტით მყოფი საქართველოს შს მინისტრი ფრანგ კოლეგას, ბერნარ კაზენევს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა თანამშრომლობის აქტუალური საკითხები განიხილეს და ხაზი გაუსვეს ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას უკანონო მიგრაციისა და ტრანსნაციონალური, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში.

გიორგი მღებრიშვილი ფრანგ კოლეგას საქართველოს შს სამინისტროში მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებზე ესაუბრა.

საფრანგეთის შს მინისტრმა ყურადღება გაამახვილა არალეგალურ მიგრანტთა და ორგანიზებული დანაშაულის პრობლემებზე. გიორგი მღებრიშვილის თქმით, საქართველოს ევროკავშირის 15 ქვეყანასთან უკვე დადებული აქვს საერთაშორისო ხელშეკრულება დანაშაულთან ბრძოლის კუთხით. უახლოეს პერიოდში საქართველოს შს სამინისტროსა და ევროპოლს (ევროპის პოლიციის სამსახური) შორის გაფორმდება შეთანხმება ოპერატიული და სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ.

скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com