უბედური შემთხვევა თუ თვითმკვლელობა - 20 წლამდე ახალგაზრდა მაღალსართულიანი შენობიდან გადმოვარდა

11 თებერვალი, 2019 343


თბილისში 20 წლამდე ახალგაზრდა ერთ-ერთი მაღალსართულიანი შენობიდან გადმოვარდა. მომხდარის შესახებ ზუსტი ინფორმაცია ამ დრომდე უცნობია, თუმცა, ერთ-ერთი ვერსიით ის შესაძლოა თავად გადმოხტა.

კორპუსის მაცხოვრებლები აცხადებენ, რომ ისინი ახალგაზრდას არ იცნობენ და ბიჭი იქ არ ცხოვრობდა. ის სავარაუდოდ ღია ტიპის სადარბაზოდან გადმოვარდა.

შემთხვევიდან საათნახევრის განმავლობაში ცხედარი ადგილზე რჩებოდა, რის შემდეგაც ახალგაზრდა მამაკაცი ექსპერტიზაზე გადაასვენეს.

დაღუპული საქართველოს მოქალაქეა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
скачать dle 12.0
კომენტარები
აგრეთვე იხილეთ: