ამბები




22 მაისს რამდენიმე მუნიციპალიტეტში საკრებულოს შუალედური არჩევნები ჩატარდება


 

22 მაისს საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართება. ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს- საკრებულოს შუალედური არჩევნები გარდაბნის, კასპის, წყალტუბოს, ოზურგეთის, ხობის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების შესაბამის ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში ჩატარდება. რაც შეეხება ამომრჩევლებს, იმ ადგილობრივ მაჟორიტარულ ოლქებში, სადაც ტარდება არჩევნები, მათი საერთო რაოდენობა 19, 831-ია. 22 მაისის საკრებულოს შუალედურ არჩევნებს ცესკოსთან ერთად ორგანიზებას გაუწევს 6 საოლქო საარჩევნო კომისია.

დღევანდელ სხდომაზე ასევე დამტკიცდასაარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკი, რომელშიც დეტალურად აღწერილია არჩევნებთან დაკავშირებული ღონისძიებები და ვადები. საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკი ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული მხარისთვის ცესკოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

 


კანონმდებლობის შესაბამისად, არჩევნები, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის გამო დაინიშნა.

საარჩევნო ადმინისტრაცია მზადაა არჩევნების პროფესიულ და ყველასათვის ხელმისაწვდომ გარემოში ჩასატარებლად.

არჩევნები, 8 ადგილობრივი საარჩევნო ოლქის 19 საარჩევნო უბანზე ჩატარდება:

1. #21 გარდაბნის საარჩევნო ოლქის კალინინოს თემის ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში 3 საარჩევნო უბანზე;

2. #21 გარდაბნის საარჩევნო ოლქის ყარაჯალარის თემის ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში 2 საარჩევნო უბანზე;

3. #30 კასპის საარჩევნო ოლქის მეტეხის თემის ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში 3 საარჩევნო უბანზე;

4. #58 წყალტუბოს საარჩევნო ოლქის სოფელ წყალტუბოს თემის ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში 4 საარჩევნო უბანზე;

5. #60 ოზურგეთის საარჩევნო ოლქის ქალაქ ოზურგეთის ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში 2 საარჩევნო უბანზე;

6. #60 ოზურგეთის საარჩევნო ოლქის დაბა ნასაკირალის ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში 2 საარჩევნო უბანზე;

7. #66 ხობის საარჩევნო ოლქის ყულევის თემის ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში 1 საარჩევნო უბანზე;

8. #67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის კორცხელის თემის ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში 2 საარჩევნო უბანზე.

скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com