თეა წულუკიანი: რაც არ უნდა გამოქვეყნდეს, ჩვენი ხელისუფლება არ ჩამოიქცევა

19 მარტი, 2016 1 639


 

 

 

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ვარაუდობს, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გავრცელების უკან ყოფილი ხელისუფლება დგას.

როგორც წულუკიანმა ტელეკომპანია "იმედის" გადაცემაში "პოლიტიკის დრო" განაცხადა, აღნიშნული ქვეყანაში დესტაბილიზაციის შექმნისა და არსებული ხელისუფლების ჩამოქცევის მცდელობას წარმოადგენს.

„ვვარაუდობ, რომ ამას შესაძლოა ავრცელებდეს 2012 წლის 1 ოქტომბრიდან 25 ოქტომბრამდე ქვეყნიდან გაქცეული წინა ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენელი ან მათი რომელიმე მხარდამჭერი მათივე მითითებით – ეს ჩემი ვარაუდია, გამოძიება თვითონ გვეტყვის სად არის ჭეშმარიტება. ვფიქრობ, ეს ვრცელდება ერთადერთი მიზნით, რომ არჩევნებამდე მოხდეს ქვეყნის დესტაბილიზაცია, საზოგადოების შოკურ მდგომარეობაში შენარჩუნება, დემორალიზაცია და კიდევ უფრო შორს თუ წავალთ, მთავრობის და ზოგადად ხელისუფლების და მმართველი გუნდის ჩამოქცევა. მე მგონი, ეს არის მიზანი. მე შემიძლია დაგარწმუნოთ რომ რაც არ უნდა გამოქვეყნდეს, ჩვენი ხელისუფლება არ ჩამოიქცევა",-განაცხადა თეა წულუკიანმა.

скачать dle 12.0
კომენტარები
აგრეთვე იხილეთ: