საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლას 15 ივლისიდან შეძლებენ


 

 

 

 

სააგენტო euronews.ge-სთვის ბრიუსელიდან ცნობილი გახდა, რომ საქართველოსთან სავიზო ლიბერალიზაციის მინიჭებაზე საბოლოო გადაწყვეტილებას ევროპული საბჭო და ევროპარლამენტი 23-24 ივნისის პლენარულ სხდომაზე ცალკ-ცალკე განიხილავენ. როგორც მოსალოდნელია, დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ევროპული საბჭოსა და ევროპარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები (ევროპარლამენტისა და საბჭოს #539-ე რეგულაციაში ცვლილების შეტანა) ძალაში შევა გამოქვეყნებიდან 20 დღის ვადაში, თუ სპეციალურად სხვა თარიღი არ იქნა დადგენილი. შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლას ყველაზე ადრე 15 ივლისიდან შეძლებენ.

კითხვაზე შეიძლება თუ არა რაიმემ ხელი შეუშალოს ზემოაღნიშნულს, euronews.ge-ს წყარო აღნიშნავს, რომ არსებობს რამდენიმე ფაქტორი, რომელსაც შეუძლია შეაფერხოს აღნიშნულ პერიოდში საკითხის განხილვა და გადაწყვეტილების მიღება. კერძოდ, 17-18 მარტის ევროპული საბჭოს სხდომა, რომელმაც ევრო-თურქული შეთანხმება უნდა დაამტკიცოს, ასევე, ევროკომისიის მიერ გამოცხადებული შენგენის აღდგენის "საგზაო რუკა”, რომლის ძირითადი ნაწილის წარმატებით განხორციელება ივნისამდე უნდა დასრულდეს. გარკვეული გავლენა ევროპული საბჭოსა და ევროპარლამენტის სხდომების დღის წესრიგზე შეიძლება იქონიოს 23 ივნისს ბრიტანეთში დანიშნულმა რეფერენდუმმა, რომელზეც გაერთიანებული სამეფოს ევროკავშირში დარჩენის საკითხი უნდა გადაწყდეს. "არ არის გამორიცხული, რომ საბჭოს მიერ, საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის მინიჭების წლის ბოლოსთვის გადადების მოტივად შემოდგომაზე საქართველოში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების უზრუნველყოფა დასახელდეს, თუმცა იმედია, რომ საქმე აქამდე არ მივა”, განაცხადა წყარომ euronews.ge-სთან საუბარში.

წყარო: euronews

скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com