გიორგი კვირიკაშვილმა ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატული თეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოები დათვალიერა

16 მარტი, 2016 1 883


 

 

 

 

 

 

 

 

აჭარაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატული თეატრისსარეაბილიტაციო სამუშაოები დათვალიერა.

 

ბათუმის ილია ჭავჭავაძის დრამატული თეატრი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. თეატრის შენობის ფასადს  რესტავრაცია ჩაუტარდება დაშენობას პირველადი სახე დაუბრუნდებაპროექტის თანახმადრესტავრაცია ასევე ჩაუტარდება თეატრის ჭაღსშიდა ინვენტარს.  შემოქმედებითი დასისთვისდა ადმინისტრაციის წევრებისთვის ოთახები მოეწყობაშეიცვლება გათბობა - ვენტილაციის სისტემა.   დამონტაჟდება ახალი განათებისა და გახმოვანებისაპარატურაპროექტის თანახმად, პირველ სართულზეთეატრის მუზეუმი განთავსდება. ფოიეში კი  ლიტერატურული კაფე გაიხსნება.

თეატრისთვის სიახლეს წარმოადგენს სამი სასტუმრო ნომრის მოწყობა, რომლითაც მოწვეული რეჟისირები, მხატვრები, მსახიობები ისარგებლებენ.  მნიშვნელოვანია შენობაში დამატებით მცირე სცენის მოწყობარეაბილიტაციის დასრულების შემდეგ თეატრს სამი სცენა ექნებადამონტაჟდება სინქრონულითარგმნის აპარატირაც ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატულ თეატრს საშუალებას მისცემს საერთაშორისო ფესტივალებს უმასპინძლოს.

 

თეატრის რეაბილიტაცია  2015 წლის მარტის ბოლოს დაიწყო და  2017 წლისათვის დასრულდება. თეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოებ ფონდი „ქართუს"ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს

 


скачать dle 12.0
კომენტარები
აგრეთვე იხილეთ: