პროლოგი ანუ პასუხი ქუთაისში გამართული აქციების ორგანიზატორებს

15 მარტი, 2016 1 882


 

პროლოგი ანუ პასუხი ქუთაისში გამართული აქციების ორგანიზატორებს

 

 

 


 
 
 
 
 
 
პროლოგი:
25 წელზე მეტია მეტ-ნაკლებად აქტიურ პოლიტიკაში ვარ, აქედან 20 წელი (1992-2012წწ) ოპოზიციაში, მაგრამ ოპოზიციონრობა მტრობაში არასოდეს ამრევია, ბოღმას არ დავუბრმავებივარ და გავუბოროტებივარ (არადა გასაბოროტებელი ამ 20 წლის განმავლობაში იყო თუ იყო), პოლიტიკური პოლემიკა თუ დებატები პირად შეურაცჰყოფაში არასოდეს გადამიტანია, ტყული და ცილისწამება მეგზურად არ გამიხდია თუნდაც იმიტომ (მორალს რომ თავი დავანებოთ), რომ ერთხელ თუ იკადრე მერე მართალსაც არავინ დაგიჯერებს.
ეს ისე შესავალისთვის...
გუშინ ქუთაისში ერთდროულად სამხრივი შოუს მომსწრე გავხდით. პარლამენტარმა გია თევდორაძემ, მისსავე ყოფილმა თანაგუნდელმა გია გოქაძემ და ასევე ყოფილმა თანაგუნდელმა ოღონდაც უფრო ადრე „განქორწინებულმა" გოგი წულაიამ ერთდროულად შოთა მურღულიას წინააღმდეგ გალაშქრება სცადეს. ამ სამ ადამიანს „ნაცმოძრაობის" გარდა როგორც თავად ამბობენ ქუთაისის სიყვარულიც აერთიანებს. პირველი ინფორმაციულ ვაკუუმში დებს ბრალს ქუთაისის მერს, მეორე თავისივე თანაგუნდელის მიერ გაფუჭებულ საქმეში ითრევს, ხოლო ეს უკანასკნელი („უკანასკნელი"! რა მრავლისმეტყველი ლექსიკონი გვაქვს ქართველებს...) ხელმოწერებს აგროვებს მურღულიას გადადგომის მოთხოვნით. 
დავიწყოთ ბოლოდან, არამგონია ბატონმა გოგიმ იმდენი ხელმომწერი შეაგროვოს რამდენიც ჭირდება. თქვენ რომ გგავდეთ ადმინისტრაციულ რესურს მოგახმარდით, მაგრამ ჩვენ ჩვენ ვართ და თუ გვთხოვთ პატიოსნად მოგახმართ ხალხს, „დემოკრატიის პრესტიჟის" საკითხია ქალაქში ოპოზიციის კომიკური ლიდერი ასე უსუსურად არ გამოიყურებოდეს...
რაც შეეხაება ბატონ გია გოქაძეს, რომელიც არასამთავრობოს სახელით გვევლინება, ვერა და ვერ გაემიჯნა „ნაციონალურ მოძრაობას", არადა მგონი პარტია თავად ემიჯნება მას... (!?). საინტერესოა რომელი სკვერის შესახებ გვთხოვს პასუხს? მისმა თანაგუნდელებმა რომ გაასხვისეს? უსახური შენობა რომ უნდა დაედგათ ისტორიულ ცენტრში და ლამის, რომ გამოვგლიჯეთ ხელიდან ეს იდეა? ამაზეც ჩვენ უნდა ვაგოთ პასუხი?
საოცარი იყო ბატონი გია თევდორაძის წუხულები პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავების შესახებ. თურმე ნუ იტყვით და ორი კვირის წინ გადმოცემული ტერიტორია სახელმწიფოზე, ორი წლის წინ უნდა ცოდნოდა ქუთაისის მერს. ნიშანდობლივია, რომ ე.წ. „მთავარი ოპოზიციური ძალა" მთავარ შეცდომას სხვას რომ ვერ უძებნის ქალაქის მერს. დასუფთავების თემამ ერთი ტრაგი-კომიკური ფაქტი გამახსენა უახლესი წარსულიდან „დასუფთავებით მოსუფთავებაზე".... სხვა რაიონის ტერიტორიაზე არსებული ნარჩენების მოტივით ყოფილმა პრეზიდენტმა როგორ მოიცილა მაშინდელი მერი ნუგზარ შამუგია და გზა ბატონ გიას მოუსუფთავა...
ბატონებო დროა ყველამ ერთად მივხედოთ ქალაქს. ამასობაში ბატონი გოგიც გააკეთებს არჩევანს „ამხელა მასების მართვა" და ღამის შოუში ტინგიცი ჯობია თუ ხელები დაიკაპიწოს და ქალაქის დასუფთავებაში მაინც მოგვეხმაროს.
გუშინდელი დღიდან ამეკვიატა ცნობილი გამონათქვამის პერიფრაზი „ყოფილი ნაციონალი არ არსებობს"... ასე ერთ დღეს, ერთ საათზე, სამივემ როგორ მოიფიქრეთ „თავბრუდამხვევი შეტავა"? (სიცილისგან შეიძლება გულის შეტევა დაგემართოს კაცს). 
არ ხართ თქვენ იმ მდგომარეობაში შეტევაზე იფიქროთ....
დაცვას მიხედეთ, დაცვას.....

скачать dle 12.0
კომენტარები
აგრეთვე იხილეთ: