დღეს, შესაძლოა, სამთავრობო ცვლილება განხორციელდეს - წამსვლელები: კვირიკაშვილი, წულუკიანი, ქუმსიშვილი...

12 ივნისი, 2018 698


დღეს, შესაძლოა, სამთავრობო ცვლილება განხორციელდეს - წამსვლელები: კვირიკაშვილი, წულუკიანი, ქუმსიშვილი...

„პირველი რადიოს“ ინფორმაციით, 12 ივნისს, შესაძლოა სამთავრობო ცვლილებები განხორციელდეს, რომლის მიხედვითაც პრემიერ მინისტრი თანამდებობას დატოვებს. გიორგი კვირიკაშვილთან ერთად, მინისტრთა კაბინეტს დატოვებენ იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე და კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე. პრემიერის მოვალეობას ვიცე პრემიერი და შს მინისტრი გიორგი გახარია შეასრულებს. პირველი ვიცე პრემიერი კი ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე გახდება. რამდენიმე დღეში კი პარლამენტი უკვე ახალი, გახარიას მინისტრთა კაბინეტს დაამტკიცებს. ინფორმაციას ოფიციალურად არავინ ადასტურებს, თუმცა მმართველი პარტიის კულუარებში ამ თემაზე დიდი ხანია საუბრობენ.



წყარო:resonancedaily.com
скачать dle 12.0
კომენტარები
აგრეთვე იხილეთ: