ამბები

სახალხო დამცველის აპარატის რეგიონული დეპარტამენტის უფროსმა ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებს აჭარის სამმართველოს უფროსი წარუდგინა


 

 

 

 

 

 

 

 

 

2016წლის 11 მარტს, ბათუმში სახალხო დამცველის რეგიონული დეპარტამენტის უფროსმა თეიმურაზ ქორიძემ რეგიონული მედიის წარმომადგენლებს სახალხო დამცველის აპარატის რეგიონული დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს უფროსი ციალა ქათამიძე წარუდგინა და ომბუდსმენის აპარატში განხორციელებულ ცვლილებებზე ისაუბრა.

სახალხო დამცველის რეგიონული დეპარტამენტის უფროსის განმარტებით, სამმართველოს შექმნა რეგიონალური ოფისების გაძლიერებას ისახავს მიზნად. კერძოდ, ცვლილების შედეგად, სახალხო დამცველის რეგიონული წარმომადგენლობები ადგილზე განიხილავენ შემოსულ ინდივიდუალურ განცხადებებს. აჭარის ოფისთან ერთად, ცვლილებები განხორციელდა იმერეთის, რაჭა ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის და სამეგრელო–ზემო სვანეთის სამმართველოებში.

პრესკონფერენციაზე აჭარის რეგიონის სამმართველოს უფროსმა ოფისის სამომავლო საქმიანობაზეგაამახვილა ყურადღება და სამოქმედო გეგმის პრიორიტეტებსაც გაუსვა ხაზი. „ჩვენ ვმუშაობთ სამოქმედო გეგმაზე, რომელსაც საზოგადოებას უახლოეს პერიოდში გავაცნობთ. ოფისი გააგრძელებს მიმდინარე თემებზე მუშაობას – პენიტენციური დაწესებულებების მონიტორინგს, სოციალური თემატიკის შესწავლას, ინდივიდუალურ საჩივრების განხილვას და სხვა. ადამიანის უფლებების კუთხით არსებული გამოწვევების დასაძლევად ჩვენთვის მნიშვნელოვანია არასამთავრობო სექტორთან, ჟურნალისტებთან და ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანამშრომლობა." – განაცხადა ციალა ქათამიძემ, რომელსაც ადამიანის უფლებათა სფეროში რამდენიმე წლიანი გამოცდილება აქვს სახალხო დამცველის აპარატში კონკურსის წესით შეირჩა.

скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com