ამბები




გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში სარჩელი უნდა შეიტანოს



საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველომ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სტრასბურგის სასმართლოში სარჩელი უნდა შეიტანოს. 

ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში გადაცემა „პოლიტმეტრში“ სტუმრობისას არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებით განაცხადა.

„ჩვენ თითქოს გენეტიკურად მზად ვართ ასეთი ტრაგედიებისთვის. დღეს, როდესაც ტატუნაშვილზე იყო საუბარი, სულ მახსენდებოდა „სტუმარ-მასპინძელი“. ზვიადაური არის სიმბოლო გაუტეხელი ქართველის, რომელიც იქ უნდა მოკლან მტრის ტერიტორიაზე და ამისთვის გენეტიკურად თითქოს მზად ვართ და ასეთ ქმედებები თითქოს გვაძლიერებს. მთელი საზოგადოება შეიკრა. აქ არ იყოს განსხვავება ჩვენში. არ იყო ცალკე ხელისუფლება, ცალკე ოპოზიცია, ცალკე მთავრობა. ყველანი ვიყავით გაერთიანებულები ამ ტკივილით. ოჯახი, რომელსაც ამხელა ტკივილი მიადგა და ეს ტკივილი გრძელდებოდა ამ დღეების განმავლობაში, მარტო არ იყოს დატოვებული არა მარტო თავისი თემის მიერ, არამედ მთელი საზოგადოების მიერ და ჩვენ ამ ერთიანობაში გავძლიერდით. ვფიქრობ, რომ ის მიზანი, რომელიც იყო დასახული ჩვენი მტრის მიერ - რომ ნეშტის არ გადმოცემით მოეყენებინა ჩვენთვის მეტი ტკივილი, გარკვეულწილად მცდელობა იყო იმისა, რომ შეურაცხმყოფელი ყოფილიყო ეს ყველაფერი, მცდელობა იყო იმისა, რომ ამას რაღაც ძვრები გამოეწვია საზოგადოებაში - ჩემი აზრით, ეს აბსოლუტურად არ გამოუვიდათ. ჩვენ ყველა ერთად ვიყავით და დღესაც ერთად ვგლოვობთ, ჩვენს საერთო ქვეყნის ტკივილს განვიცდით. ვფიქრობ, აქაც მოვიგეთ და წინ წავიწიეთ, მიუხედავად იმისა, რომ ამხელა ტკივილი მოგვაყენეს“, - განაცხადა მარგველაშვილმა.

скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com