...
ამბები

ვანისა და ხონის მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნების“ სახელით კენჭს იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე იყრის

Avatar
T:555 000 289

ვანისა და ხონის მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნების“ სახელით კენჭს იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე იყრის


ვანისა და ხონის მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნების“ სახელით კენჭს იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე იყრის. აღნიშნულ ოლქში ჭიჭინაძის წარდგენის საკითხი „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ შეხვედრაზე საბოლოოდ გადაწყდა. ხონსა და ვანში პარლამენტის შუალედური არჩევნები 28 აპრილს გაიმართება.ვანისა და ხონის შუალედურ არჩევნებში მონაწილოებისთვის 12 პარტია დარეგისტრირდა.

მათგან ჯერ-ჯერობით მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი „ევროპულ საქართველოს“ ყავს დასახელებული გიგი უგულავას სახით , მეორე კი როგორც ნახევარი საათის წინ გახდა ცნობილი „ქართული ოცნებიდან“ იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე იქნება. ვინ ჩაანაცვლებს მას გუბერნატორის პოსტზე ჯერ უცნობია, თუმცა წინასწარი ინფორმაციით ეს მისი მოადგილე გრიგოლ დალაქიშვილი იქნება. არჩევნების ჩატარება ხონისა და ვანის გაერთიანებულ საარჩევნო ოლქში მას შემდეგ გახდა საჭირო რაც ოლქის მაჟორიტარმა გრიგოლ ლილუაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გადაინაცვა.скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com