...
ამბები

"სიტყვა "ხონური"" - ამბავი ლექსად - მიძღვნა ჯემალ ბებუკეს

Avatar
T:555 000 289

 "სიტყვა "ხონური"" - ამბავი ლექსად -  მიძღვნა ჯემალ ბებუკეს

 თამარ ჯაფარიძემ ხონის ისტორიის ერთი ფრაგმენტი ლექსად შემოგვთავაზა და თან, წინასიტყვაობა დაურთო. გთავაზობთ უცვლელად:
 

"ხუთწლიანი უმაღლესი სასწავლებელი, ხონის საოსტატო (სამასწავლებლო) სემინარია, ფუნქციონირებდა 1881-1921წ.წ. გასაბჭოების შემდეგ შენობაში გაიხსნა ობოლ ბავშვთა სკოლა-ინტერნატი;ამჟამად განთავსებულია სამტრედია-ხონის ეპარქიის რეზიდენცია.

 

ფაეტონები


(ლექსს ვუძღვნი ჯემალ მებუკეს)


 

იმხანად თვლიდნენ, კავკასიის გუბერნიებში, 
რომ ქუთაისი განათლების სადინარია,
სამეფისნაცვლომ დაადგინა (ჯერ იდეაში),
აქვე გაეხსნათ საოსტატო სემინარია.

ცოდნისკენ სწრაფვა, მცირე ხონსაც, ოდითგან სდევდა,
მიღება სურდა, განათლების, ერსა თუ მნათეს,
სწერდა, ლესია უკრაინკა, ხონიდან დედას_
-ვცხოვრობ მწვანეში-უწოდებენ "ქართველთა ათენს".

-მოსე ხონელიც გვეყოფაო დასტურად იმის,
რო მწიგნობრობა აქ წესია და ტრადიცია!
ხონელ თავადთა ხმა დაგუბულ ამბოხად ისმის:
-ამას ვერ დავთმობთ!... ჩვენი სიტყვა,ახლა, ფიცია!

მოღვაწეები, შარაშიძე და ნიკოლაძე
თავში დადგნენ და - დავაც გაჩნდა, საწვალებელი,
-გიმნაზია ხომ,ქუთაისში, იმედებს გვაძლევს,
ხონსაც უნდაო უმაღლესი სასწავლებელი.

მგოსანსაც სთხოვეს, დაეწონა სასწორის პინა_
"დიდი ბრძოლაა... ჩაგვერიეთ იქეთ-აქეთო"...
მაგრამ, აკაკიმ, ირონიით ჩაიღიმილა_
"ერთი შეწვით და მეორე კი პურს წააცხეთო".

მაშინ, დაბაში, კომლთა რიცხვიც, ხომ მცირე იყო...
-ფაქტობრივად კი ბევრი ვართო, ბევრის მცოდნენი:
-წავიდეთ, ვნახოთ-ტფილისში თქვეს,რა უნდა იყოს,
ეს,ქუთაისის გუბერნიის, ერთი სოფელი?!
***
ხონს ფაეტონი რომ შვენოდა, არღნით ვეება, 
მესვეურები ხედავენ, რომ საქმეს არ ჰყოფნის...
და შეთქმულება გეგმეს, თურმე, მეეტლეებმა,
(გარდა ქუთათურ, ყველა დაბის და ყველა სოფლის),

რომლის თანახმად, ყველა ეტლს და ფაეტონს, ამქრის, 
ხალხი მუქთად და ყველგან უნდა მიმოეყვანა!
და ეს დღეც დადგა...კომისია...ცხენები დაქრის...
მასკარადია! შეიყარა მთელი ქვეყანა!

სტუმრები ბჭობენ...ვერ ხვდებიან, როა თამაში,
რომ სპეკტაკლია, ნიჭიერად ნათამაშები.
ათობით ეტლი გრიალებდა, იმ დღეს, დაბაში,
დაჭენაობდნენ ოფლიანი წაბლა რაშები.

სანამ ეტლები, ამპარტავნად, ვიწრო შუკებში
გულს ახარებდნენ...და ბრწყინავდა სახლი და ეზო,
სანამ ჭურებთან გრძელდებოდა სმა და ნუგეშით
ილოცებოდნენ, ბედნიერად გაგვითენდესო,

სემინარიაც რომ დაუთმეს, დაბა ხონს, თურმე,
შარაშიძესაც რომ აღმოხდა:"მადლობა, ღმერთსო"_
ჩინოვნიკები, ქუთათური, დუმდნენ...და სწუხდნენ:
"ამ ხონელებმა რა ხონური გაგვიკეთესო!"
***
მას შემდეგ მოდის, ეს გამოთქმაც, სიტყვა "ხონური",
მას შემდეგ მოხდა სიტყვის ცუდი გარემიქსება.
გამჭრიახობა! მოხერხება! საქმე - გონური
იყო და არის ხონელების დიდი ღირსება!

. . .

თამარ ჯაფარიძე
20 თებერვალი


скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com