ამბები




თბილისში ოსკაროსანი პროდიუსერი ჩამოდის


 

 

ეროვნული კინოცენტრის მოწვევით თბილისში ანიმაციური ფილმების ოსკაროსანი პროდიუსერი სილია ვან დაიკი ჩამოდის. იგი ქართველი კინემატოგრაფისტებისთვის - რეჟისორებისთვის, პროდიუსერებისთვის, სცენარისტებისთვის, ოპერატორებისთვის მასტერ-კლასს ჩაატარებს. სილია ვან დაიკს ამერიკის კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდო ოსკარი 1985 წელს გადაეცა ანიმაციური ფილმისთვის „ანა და ბელა". იგი სხვადასხვა წარმატებული ნამუშევრისთვის ასევე ფლობს ისეთ ჯილდოებს როგორებიცაა: საფრანგეთის კინოაკადემიის სახელმწიფო პრემია ("cubeMENcube”, 1975), ორი "ოქროს დათვი” ("Pas Aux Due”, 1989 და "I Move So I Am”, 1998), "ოქროს ხბო” ("A Good Turn Daily”, 1983) და კიდევ მრავალი აღიარებული საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზი. სილია ვან დააკი თბილისში ჰოლანდიური ფონდის „არტექო" ორგანიზებით ჩამოდის. „ოსკარი გადაეცემა... - სილია ვან დაიკის ვორკშოფები" ფონდის მიერ საქართველოში განხორციელებული უკვე მესამე პროექტია. ღონისძიების მთავარი პარტნიორები არიან ეროვნული კინოცენტრი და ქალაქ თბილისის მერია.

ღონისძიების განრიგი: 4 აპრილი, კინოთეატრი „ამირანი", კოსტავას ქ. 36 12:00 - ჰოლანდიელი რეჟისორის გერიტ ვან დაიკის ანიმაციური ფილმების რეტროსპექტივა 14:00 - პროდიუსერ სილია ვან დაიკის ვორქშოფი 5 აპრილი, ვალერი არქანიას არტ გალერეა, დ. უზნაძის ქ. 68 14:00 - სილია ვან დაიკის შეხვედრა აფხაზეთის ა/რ შემოქმედებითი წრეების წარმომადგენლებთან ორივე დღეს ღონისძიბებზე დასწრება თავისუფალია.

скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com