...
ამბები

რა უნდა გვახსოვდეს ყავის მიღების დროს

Avatar
T:555 000 289

  

რა უნდა გვახსოვდეს ყავის მიღების დროს

 
 
 
 
 
 
 
 

   გავრცელებული შეხედულების თანახმად, ყავა აფხიზლებს და მეხსიერებას აუმჯობესებს. იგი ასევე ორგანიზმში ადრენალინის გამოყოფასაც უწყობს ხელს, თუმცა, ადრენალინის ჭარბი დოზა შეიძლება მავნებელიც აღმოჩნდეს. ამასთან, ყავას სხვა უარყოფითი შედეგებიც მოაქვს. იგი ზრდის ქოლესტერინის დონეს და ამცირებს ორგანიზმში რკინის შემცველობას. გარდა ამისა, გაუფილტრავი ხსნადი ყავა საკმაოდ მავნებელია თირკმელებისთვის. ყავა ასევე დაკავშირებულია ძილის პრობლემებთან და ზოგიერთებში შეიძლება პულსის აჩქარების მიზეზიც გახდეს. ამას გარდა, როგორც ყველამ იცის, ყავა კოფეინის მნიშვნელოვანი წყაროა. ეს უკანასკნელი ადამიანის ორგანიზმისთვის საჭიროა, მაგრამ მცირე რაოდენობით.

 

   

     უნდა გვახსოვდეს, რომ უზმოზე მიღებული ყავა, კუჭს აღიზიანებს და ზედმეტი კუჭის წვენის გამოყოფას უწყობს ხელს. ეს კი, გასტრიტის გამომწვევი მიზეზი ხდება.

ყავა არ არის რეკომენდებული ძილის წინ. იგი შეიძლება უძილობის მაპროვოცირებელიგახდეს.

     ასევე უნდა გვახსოვდეს, რომ :

 

      ჩაის ან ყავის გამოყენება წამლის ჩაყლაპვისთვის ასევე საზიანოა, რადგან მრავალი წამლის კომპონენტებთან ურთიერთქმედებისას ნალექს წარმოქმნის და გულზეც ცუდად აისახება.

მამლის მიღებისთანავე ყავის მიღების მოქმედების შედეგის განსაზღვრა ძალიან რთულია. ერთ შემთხვევაში წამლის მოქმედებას აბრკოლებს, სხვა შემთხვევაში, პირიქით, ეფექტს აძლიერებს. მაგალითად, ტკივილგამაყუჩებელი წამლების – ციტრამონის, ასპირინის მიღებისას ყავის დალევა ღვიძლისა და სხვა ორგანოების მუშაობას ასუსტებს.


скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com