...
ამბები

როგორია მინისტრებისა და მათი მოადგილეების თვიური ანაზღაურება

Avatar
T:555 000 289


ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (idfi) ბიუროკრატიული ხარჯების შესახებ როგორია მინისტრებისა და მათი მოადგილეების თვიური ანაზღაურება აქვეყნებს ინფორმაციას. კვლევის ფარგლებში IDFI-ს რამდენიმე მინისტრისა და მათი მოადგილეების 2016 წლის საშუალო თვიური ანაზღაურებაც აქვს შედარებული.

კერძოდ, ინსტიტუტის ცნობით, გასულ წელს შინაგან საქმეთა მინისტრის საშუალო თვიური ანაზღაურება 6321 ლარი იყო; მისი მოადგილეების კი 11 550 ლარი.

ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეების საშუალო თვიურმა ანაზღაურებამ 7 966 ლარი; ხოლო უწყების ხელმძღვანელის ანაზღაურებამ 6 250 ლარი შეადგინა.

შედარებით მცირედით განსხვავდებოდა მინისტრისა და მისი მოადგილეების  ანაზღაურება ეკონომიკის სამინისტროში. კერძოდ, მინისტრის საშუალო თვიური ანაზღაურება 2016 წელს 6 250 ლარი; მისი მოადგილეების კი - 6 738 ლარი იყო.

კვლევაში მოხვდა ასევე იუსტიციის სამინისტროც, სადაც მინისტრის ანაზღაურებამ 6 250 ლარი შეადგინა, მისი მოადგილეების შემთხვევაში კი ეს ციფრი - 7 109 ლარი იყო. 

განაგრძეთ კითხვაскачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com