ამბები

ირაკლი კოვზანაძის განცხადებით ლარის კურსის რყევა დროებითია


 

 
 
ლარის მკვეთრი გაუფასურების ფუნდამენტური, მაკროეკონომიკური საფუძვლები დღეს არ არსებობს, იმ მონაცემებზე დაყრდნობით რაც დღეს გაგვაჩნია, - ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს ეკონომიკაში არსებული რეალობა და მიმდინარე პროცესები არ ქმნის საფუძველს ლარის მკვეთრი დევალვაციის.
კოვზანაძის განმარტებით, საქართველოში მოქმედებს თავისუფალი გაცვლითი კურსის რეჟიმი, ლარის კურსს განსაზღვრავს ბაზარი, უფრო სწორედ კი ბაზარზე ვალუტის მოთხოვნა-მიწოდება. შესაბამისად, ეს ნიშნავს რომ მოძრაობა შეიძლება გვქონდეს ორივე მიმართულებით, როგორც გამყარების ასევე გაუფასურების მიმართულებით. 

”მთელი ზაფხულის განმავლობაში ჩვენ ვხედავდით ლარის გამყარების პროცესს. უკანასკნელი თვეების განმავლობაში რომ არ მომხდარიყო ლარის ზედმეტი გამყარება ეროვნულმა ბანკმა შეიძინა 110 მლნ. აშშ დოლარი, გაზარდა სავალუტო რეზერვები და ხელი შეუწყო მონეტარული სტაბილურობის შენარჩუნებას ქვეყანაში. რაც შეეხება ლარის კურსის ბოლოდროინდელ გაუფასურებას, იგი შეიძლება მოლოდინებით და ფსიქოლოგიური ფაქტორებით ავხსნათ. საერთო ზოგადი მოლოდინი იყო, რომ ზაფხულში ლარი გამყარდებოდა, ხოლო სექტემბრიდან გაუფასურდებოდა. აგვისტოს ბოლოს, როდესაც კურსი ოდნავ გაუფასურდა, ეს გახდა სიგნალი მათთვის ვინც აგვისტოში შედარებით დაბალ კურსს ელოდებოდა, რომ ეყიდათ უცხოური ვალუტა, რამაც მოთხოვნის ზრდა და კურსზე დამატებითი ზეწოლა გამოიწვია. მინდა გავიმეორო, რომ ლარის მკვეთრი დევალვაციის მაკროეკონომიკური საფუძვლები დღეის მდგომარეობით არ არსებობს. შესაბამისად, კურსის აღნიშნული რყევა დროებითი და მოკლევადიანი ხასიათისაა",- განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

 
წყარო: http://www.interpressnews.ge
скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com