ინფლაცია და სამომხმარებლო სეგმენტში გაზრდილი ფასები 2017 წლის მონაცემებით


 

 
  
   სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ფასები გაიზარდა 7,1 პროცენტით, რაც 2,14 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (25,6 პროცენტი), ხილი და ყურძენი (15,9 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (9,3 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (9,1 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (5,6 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (5,5 პროცენტი), თევზეული (4,4 პროცენტი); ტრანსპორტი: ფასები მომატებულია 12,6 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 1,61 პროცენტული პუნქტით აისახა.
   ფასები მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (18,0 პროცენტი), სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (4,0 პროცენტი) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (3,4 პროცენტი); ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ფასები გაიზარდა 17,3 პროცენტით, რაც 1,13 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში.
   ჯგუფში ფასების მატება დაფიქსირდა როგორც თამბაქოს ნაწარმზე (37,1 პროცენტი), ასევე ალკოჰოლურ სასმელებზე (1,3 პროცენტი);
   ჯანმრთელობის დაცვა: ფასები გაიზარდა 6,9 პროცენტით, რაც 0,62 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში.
  ჯგუფში ფასების მატება დაფიქსირდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობების ქვეჯგუფზე (18,1 პროცენტი) და ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე (5,5 პროცენტი)
скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com