საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადება





საქართველოს ეროვნული ბანკი სს "კავკასიის განვითარების ბანკი - საქართველო"-სთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:

"საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მიიღო გადაწყვეტილება სს "კავკასიის განვითარების ბანკი - საქართველო" - ში დროებითი ადმინისტრაციის დანიშვნის თაობაზე, რაც გამოწვეულია არა საქართველოში მოქმედი ბანკის პრობლემებით, არამედ აზერბაიჯანში, მშობელი ბანკის გარშემო განვითარებული პროცესებით.
"კავკასიის განვითარების ბანკი - საქართველო", რომლის აქტივები საქართველოს მთლიანი საბანკო აქტივების 0.14 პროცენტს შეადგენს, განაგრძობს კლიენტების მომსახურებას. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ბანკის კაპიტალისა და ლიკვიდობის დონე საკმაოდ მაღალია და საჭიროების შემთხვევაში დროებითი ადმინისტრაცია მზად არის სრულად დააკმაყოფილოს კრედიტორების, მათ შორის, დეპოზიტართა მოთხოვნები.
ამასთანავე, ვაცხადებთ, რომ საქართველოს საფინანსო სფერო ჯანსაღია, რეგულირდება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად და ეროვნული ბანკის ყველა გადაწყვეტილება ემსახურება მხოლოდდამხოლოდ სექტორის სტაბილურ და მდგრად განვითარებას. "- აღნინულია სებ-ის განცხადებაში.скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com