ათი ყველაზე უჩვეულო ბიზნესი საქართველოში


 
 

Bpn ავრცელებს ათ ყველაზე უჩვეულო ბიზნეს საქართველოში, რომელიც შემდგენაირად არის მოცემული:

ბაყაყების ექსპორტი-საქართველოდან 2009-2011 წლებში ხორციელდებოდა. ამ პროდუქციას სერიოზული მომხმარებელი ჰყავდა საფრანგეთის სახით, თანაც, ბაყაყის ხორცი და თათები ევროპაში ძალიან მოსწონთ, მაგრამ 2011 წელს მათი ექსპორტი შეწყდა. როგორც ამბობდნენ, ქართული ბაყაყი გაცილებით გემრიელი იყო ფრანგულთან შედარებით, მაგრამ მის მწარმოებლებს ძირითადად უცხოური ბაზრის იმედი ჰქონდათ, რამაც არ გაამართლა.

ნიანგების მოშენების მცდელობაც ამაო გამოდგა : 2010 წელს კომპანია ”ფაზის პლანტის” წარმომადგენელმა, ირაკლი ჩოკოლაიამ, არგენტინის ნიანგთსაშენი ფერმიდან 4 კვერცხი შემოიტანა, საიდანაც პატარა ნიანგები გამოიჩეკნენ. თუმცა ერთი მათგანი მაშინვე დაიღუპა, ხოლო დანარჩენებმა სამეგრელოს ჰავა ვერ აიტანეს: ფერმა ზუგდიდის რაიონის სოფელ ცაიშში მდებარეობდა, აღმოჩნდა, რომ იქაური წყალი გოგირდს შეიცავს, რაც ნიანგის ზრდა-განვითარებას აფერხებს. ამიტომ საქართველოდან ნიანგის ხორცისა და ტყავის ექსპორტის დაწყება არარეალური აღმოჩნდა.

სირაქლემას ხორცი და კვერცხი-მსოფლიოში დელიკატესად არის მიჩნეული და ეს პროდუქტი ბევრ ქვეყანაში ძალიან პოპულარულია. რამდენიმე წლის წინ მარნეულის რაიონის სოფელ თელეთში, სირაქლემების ფერმა გაიხსნა. თბილისის სუპერმარკეტებში გასაყიდად სირაქლემას ხორცი და კვერცხიც გამოჩნდა, მაგრამ ქართველებმა ეს საკვები ვერ მიიღეს და მისი რეალიზაცია დიდი რაოდენობით ვერ მოხერხდა.

ჭიაყელების გარეშე კომპანია "მაკრო-პრიმის” საქმიანობა წარმოუდგენელი იქნებოდა: ეს კომპანია ეკოლოგიურად სუფთა ორგანულ სასუქს აწარმოებს, რომლის სახელწოდებაა "გუმი-პრიმი”. ეს არის ჭიაყელების მიერ გადამუშავებული მსხვილფეხა პირუტყვის ფერმენტირებული ნაკელი. როგორც კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, ეს უნიკალური პროდუქტია, რომლის ინტენსიური გამოყენება აღადგენს გამოფიტულ და ქიმიურად დაბინძურებულ ნიადაგს და მნიშვნელოვნად ზრდის მოსავლიანობას. ასეთი სასუქის გამოყენებით ეკოლოგიურად სუფთა საკვები პროდუქტი მიიღება. ამ კომპანიის ნაწარმის მიმართ დიდია ინტერესი ეგვიპტიდან, დუბაიდან, აბუდაბიდან და სხვა ქვეყნებიდან. კომპანია 2007 წელს დაფუძნდა, თუმცა წარმოება 2011 წლიდან დაიწყო. საწარმო გარდაბნის რაიონის სოფელ კრწანისში მდებარეობს.

პავლონიების მოშენება დასავლეთ საქართველოში ბოლო წლებში დაიწყეს. პავლონია ულამაზესი, ძვირადღირებული მცენარეა, რომელიც საბერძნეთში ხარობს, თუმცა იაპონიიდან არის შემოტანილი – იქ გამოყვანილი კულტურაა. იქაური წესით, როცა ქალიშვილი იბადება, პავლონიას მაშინ რგავენ და როცა თხოვდება, ამ მცენარისაგან აკვანს უმზადებენ. საქართველოში პავლონიები რამდენიმე წელია გააშენეს. ის ძალიან სწრაფად იზრდება: ერთწლიანი ნერგი, დაახლოებით, 5-6 მეტრი სიმაღლისაა. ერთი ხიდან ნახევარი კუბური მეტრი მასალის მიღება შეიძლება, რასაც 8 წელი მაინც სჭირდება. პავლონიისაგან საკმაოდ ძვირფასი მასალა მზადდება, რომელსაც ავეჯის დასამზადებლად იყენებენ.

ზეთისხილი-არ არის ტრადიციული კულტურა საქართველოსთვის, თუმცა სპეცილისტების შეფასებით, აქაური მიწა მისთვის იდეალურია, რის გამოც ჩვენთან მოწეული ზეთისხილი ადვილად გაუწევს კონკურენციას იმპორტირებულს. კომპანია ”ჯეოლაივი” რამდენიმე წელია საქართველოში ზეთისხილის პლანტაციების გაშენებით არის დაკავებული და მომავალში კიდევ აპირებს წარმოების გაფართოებას. გარდა ადგილობრივი, ქართული ბაზრისა, კომპანიის წარმომადგენლები უცხოური ბაზრების ათვისებასაც გეგმავენ.

კივის სამშობლო ჩინეთია, მაგრამ ის ერთნაირად კარგად ხარობს როგორც შავიზღვისპირეთში, ისე კახეთში, თუმცა, ამ პროდუქტით ადგილობრივი ბაზრის დაკმაყოფილება ვერ ხერხდება, ამიტომ იგი დიდი რაოდენობით შემოდის უცხოეთიდან. კივის რბილობი საკმარისი რაოდენობით შეიცავს ასკორბინის მჟავას, რომელიც ამაგრებს ორგანიზმის დამცავ ფუნქციას და აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას. სუბტროპიკულ კულტურათა შორის ამ მცენარეს ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი უჭირავს, რაც განპირობებულია მისი ნაყოფის სამკურნალო და დიეტური თვისებებით. კივი ქართულ ბაზარზე კარგად იყიდება და იმ ფერმერებისათვის, ვისაც ეს კულტურა მოჰყავს, საკმაო შემოსავლის წყაროა.

შავი პომიდორი – მსოფლიოში უკვე არსებობს იასამნისფერი სტაფილო, ყვითელი ბადრიჯანი და თეთრი სატაცური. ქართველი ფერმერების თქმით, წელს სათბურებში შავი პომიდორიც გამოჩნდება. პომიდვრის ეს ჯიში ამერიკაში გამოიყვანეს. როგორც ამბობენ, ეს ერთ-ერთი ყველაზე გემრიელი ბოსტნეულია მსოფლიოში, რომელიც ტრადიციულ, წითელ პომიდორზე არანაკლებ გემრიელია.

ქართველმა ბიზნესმენებმა მღრღნელების და მავნე მწერების საწინააღმდეგო სპეციალური აპარატებიც შემოიტანეს:

თაგვების საწინააღმდეგო მოწყობილობა – ეს არის სპეციალური, ულტრახმოვანი მოწყობილობა მღრღნელების საწინააღმდეგოდ. არ საჭიროებს არანაირ ტაბლეტსა და ხსნარს, რადგან დენზე მუშაობს. სავაჭრო ქსელში იყიდება როგორც პატარა, ასევე საშუალო და დიდი ზომის აპარატები, რომელთა მოქმედების არეალი 200-600 კვ.მ-ია, ფასი კი – 50-80 ლარამდე მერყეობს.

მწერების საწინააღმდეგო აპარატი – ამ აპარატის მოქმედების ზონა 15-18 მეტრია. აპარატს ორი ულტრაიისფერი ნათურა აქვს და მწერებს ქვედა ნაწილში მოთავსებულ წებოვან ქაღალდზე აგროვებს, მუშაობს ცალ ფაზაზე და მოიხმარს 0.095 კილოვატ ელექტროენერგიას. როგორც მაღაზია ”რესტორატორის” მენეჯერმა რევაზ ბახტაძემ გვითხრა, აპარატი უკვე ოთხი წელია შემოაქვთ იტალიიდან. მწერების საწინააღმდეგო აპარატები ერთმანეთისაგან ზომით განსხვავდება, მათი ფასი კი 98-600 ლარია.

წყარო:www.bpn.ge

скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com