...
ამბები

სამტრედიის ორ სოფელში ახალი გაზგამანაწილებელი ქსელი გაიხსნა

Avatar
T:555 000 289

 სამტრედიის ორ სოფელში  ახალი გაზგამანაწილებელი ქსელი  გაიხსნა

 
 

3 ივნისს, ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ და შპს „სოკარ ჯორჯია გაზის" დირექტორმა აზერ მამმადოვმა, სამტრედიის რაიონის სოფელ ჭოგნარსა და სოფელ ტოლებში გაზგამანაწილებელი ქსელები საზეიმოდ გახსნეს, რომელთა მშენებლობა ცოტა ხნის წინ დასრულდა.

ახალი გაზსადენის საშუალებით, ქსელზე მიერთებას შეძლებს 316 პოტენციური აბონენტი, მათ შორის: სოფელ ჭოგნარში -- 163 ოჯახი, რომელთაგანაც 63 ოჯახი უკვე მიერთებულია, ხოლო სოფელ ტოლებში -- 153 ოჯახი, რომელთა ქსელზე მიერთებაც გუშინ დაიწყო.

დღეისთვის, იმერეთის რეგიონში აშენებულია 618 კილომეტრიანი მილსადენი და გაზიფიცირებულია 15 200 პოტენციური აბონენტი. წლის ბოლომდე კი დაგეგმილია 600 კილომეტრიანი გაზგამანაწილებელი ქსელის მშენებლობა, რომელიც კიდევ 15 000 პოტენციურ აბონენტის მისცემს ქსელზე მიერთების საშუალებას.

სამტრედიის მუნიციპალიტეტში დასახლებული პუნქტების გაზიფიცირებისთვის სამუშაოებს შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია" აწარმოებდა. 2015 წლის ბოლოს შპს „სოკარ ჯორჯია გაზმა" სახელმწიფოსგან შეიძინა 31 დასახლებულ პუნქტში, მათ შორის სოფელ ჭოგნარსა და სოფელ ტოლებში არსებული გაზგამანაწილებელი ქსელები, რომელთა საერთო სიგრძე არის 195 კმ. და 3500 პოტენციურ აბონენტს აძლევს გაზიფიცირების საშუალებას. მათგან 1502 ოჯახი უკვე „სოკარ ჯორჯია გაზის" აბონენტია.

2009 წლიდან დღემდე, კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი"-ს მიერ ქვეყნის მასშტაბით აშენებულია 5366 კილომეტრიანი გაზგამანაწილებელი ქსელი და გაზიფიცირებულია 209 136 აბონენტი.

2016 წლის ბოლომდე კი აშენდება არანაკლებ 1600 კილომეტრიანი გაზგამანაწილებელი ქსელი და გაზიფიცირებული იქნება 40 000-ზე მეტი პოტენციური აბონენტი.

მთლიანად, წლის ბოლომდე, აშენდება დაახლოებით 7000 კმ გაზგამანაწილებელი ქსელი და გაზიფიცირებული იქნება 249 000 პოტენციური აბონენტი.


скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com