ამბები




ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლოფას "ფონდი ქართუ მთლიანად დააფინანსებს


ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლოფას "ფონდი ქართუ მთლიანად დააფინანსებს
 

იტალიისშვეიცარიისიაპონიისა და ავსტრიის შემდეგ, საქართველოში მსოფლიოში სიდიდით მეხუთე ტექნოლოგიური ინსტიტუტი დაარსდება.ინსტიტუტის პროექტის წარდგენის პრეზენტაცია დღეს 23 მაისს, თბილისში გაიმართება და მას მსოფლიოს წამყვანი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრებისა და ინსტიტუტების პროფესორები, ქართველი მეცნიერები, სტუდენტები, საქართველოს მთავრობის წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრებიან. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი.

საქართველოს ტექნოლოგიური ინსტიტუტის დამფუძნებელია  საქართველოს მთავრობა.  პროექტს მთლიანად აფინანსებს საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი "ქართუ”. ინსტიტუტის სტუდენტების სწავლასა და პარტნიორ ორგანიზაციებში მათ მივლინებებს ასევე სრულად დააფინანსებს ფონდი "ქართუ”.

ტექნოლოგიური ინსტიტუტის იდეა ფუნდამენტური და გამოყენებითი სამეცნიერო-კვლევითი კომპლექსის შექმნას გულისხმობს. პროექტის მიზანიასამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებისაგრეთვე სამეცნიერო კვლევების განხორციელება ფიზიკისქიმიისბიოლოგიისმათემატიკისკომპიუტერულიტექნოლოგიებისა და ინჟინერიის მიმართულებით. შეიქმნება  ბაზა თანამედროვე სამეცნიერო- ექსპერიმენტული კვლევებისთვისრომელიც აუცილებელიაქვეყნის კვლევითი პოტენციალის განვითარებისა და ინტელექტუალურ-საგანმანათლებლო დონის ასამაღლებლადინსტიტუტს გამოყენებითი მნიშვნელობაცექნებაერთ-ერთია მეცნიერული კვლევის  უახლესი მეთოდი - სიმსივნის ადრონული თერაპია.


ადგილმდებარეობა:   თბილისი, დიღმის სასწავლო-საცდელი მეურნეობა "დიღმის ჭალები."


скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com