ამბები




პრემიერ-მინისტრი ევროპარლამენტარებs შეხვდა


პრემიერ-მინისტრი  ევროპარლამენტარებs შეხვდა


საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრა ევროპარლამენტარებთან
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ევროპარლამენტარებს შეხვდა. მთავრობის მეთაურმა დელეგაციის წევრებს განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. საუბარი შეეხო საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ ქვეყნის საგარეო პოლიტიკისა და საშინაო რეფორმების მთავარი პრიორიტეტი, სწორედ ევროკავშირში ინტეგრაციაა.
ევროპარლამენტარებმა ერთხმად გამოხატეს მხარდაჭერა საქართველოში განხორციელებული რეფორმების მიმართ და ხაზი გაუსვეს ევროინტეგრაციის გზაზე  მიღწეულ პროგრესს.  ევროპარლამენტარებმა კიდევ ერთხელ მკაფიოდ დააფიქსირეს მხარდაჭერა ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა შეხვედრისას ყურადღება გაამახვილა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის ფარგლებში ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციის მნიშვნელობაზე და გამოხატული მხარდაჭერისათვის დელეგაციის წევრებს მადლობა გადაუხადა.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ესწრებოდა.скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com