მსოფლიო ჩემპიონატის თასი საქართველოშია!





ის საქართველოშია! არ მოგვიგია, მაგრამ ერთი დღით თბილისის მერიის, ფეხბურთის ფედერაციისა და "კოკა-კოლას" პარტნიორობით, საქართველოში FIFA-ს მსოფლიო ჩემპიონატის თასი ჩამოვიდა. 

დელეგაციაშია ცნობილი ვეტერანი ფეხბურთელი კრისტიან კარამბეც. თბილისის აეროპორტში დახვედრის ცერემონია გაიმართა, რის შემდეგაც მისი ხილვა ქართველ გულშემატკივარს "თბილისი მოლის" ცენტრალურ ატრიუმში, 13:00 საათიდან 18:00 საათამდე შეეძლება.

მსოფლიო თასს "კოკა კოლას" პრეზიდენტი თემურ ჭყონია, დედაქალაქის მერი კახა კალაძე, ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები და ვეტერანი ფეხბურთელები დახვდნენ.

ღონისძიება მიზნად ისახავს ფეხბურთის, როგორც განსაკუთრებით პოპულარული სპორტული სახეობისა და მისით დაინტერესებული მილიონობით ადამიანის მხარდაჭერას.

FIFA-სმსოფლიო ჩემპიონატის თასის ტური "კოკა-კოლამ" 2017 წლის სექტემბერში დაიწყო. ტური პლანეტის 6 კონტინენტის 50-ზე მეტ ქვეყანას მოიცავს და ცხრა თვის განმავლობაში 126 000 კილომეტრს გაივლის.
скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com