დღეს ქუთაისში დავითობა აღინიშნება შეგიძლიათ ჩაერთოთ

08 თებერვალი, 2018 854


დღეს ქუთაისში დავითობა აღინიშნება შეგიძლიათ ჩაერთოთ


  ქუთაისში დღეს დავითობა აღინიშნება. სადღესასწაულო ღონისძაიებათა ძირითადი ნაწილი გელათის სამონასტრო კომპლექსში გაიმართება. მასში მონაწილეობას სასულიერო და საერო პირებები  მიიღებენ.
  გელათის მიმართულებით ქუთაისის ცენტრიდან მერიის გადაწყვეტილებით, მიკროავტობუსები იმოძრავებენ, მგზავრობა უფასოა.
    ყოველ ნახევარ საათში მიკროავტობუსები 13:00 საათიდან 15:00 საათამდე ცენტრალური მოედნიდან გავა.

8 თებერვლის პროგრამა:
10:30 - დავით აღმაშენებლის ძეგლის პატივგება 
12:00 - გელათის სამონასტრო კომპლექსი
საზეიმო წირვა, დავით აღმაშენებლის საძვალის პატივგება, საქართველოს საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოების წმიდა დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაის-იმერეთის ორგანიზაციის ახალი ჩოხოსნების კურთხევა 
გელათის აკადემიის შენობა
13:00 - გამოფენა „დავით აღმაშენებლის მემკვიდრეობა ხელნაწერთა ცენტრის კოლექციებში“
13:30 - საგალობლების ფესტივალი
მონაწილეები: „ანჩისხატი“, „აღსავალი“, „იადგარი“, ბაღდათის სალოტბარო სკოლის გუნდი
ღონისძიებას  18:30 წუთზე ლ.მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრში
ქუთაისის ცეკვისა და სიმღერის სახელმწიფო ანსამბლის საზეიმო კონცერტით დაასრულებს.

скачать dle 12.0
კომენტარები
აგრეთვე იხილეთ: