ამბები

გორში, თელავსა და ბათუმში უპრეცედენტო მასშტაბის სპორტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა


გორში, თელავსა და ბათუმში უპრეცედენტო მასშტაბის სპორტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა

გორში, თელავსა და ბათუმში უპრეცედენტო მასშტაბის სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება.6 თებერვალს სარემონტო სამუშაოების ფინალური ეტაპიკულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ და კანადური სამშენებლო კომპანიის„ბეჰლენ ინდასთრი“ პრეზიდენტმა დამფლობელმა, პოლ კანინგემმადა შიდა ქართლის გუბერნატორმა კახა სამხარაძემ დაათვალიერეს.
ღონისძიებას ესწრებოდნენ პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი, გუბერნატორის ადმინისტრაციის, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები, ვეტერანი და მოქმედი სპორტსმენები, სპორტული ჟურნალისტები.
სამივე პროექტის საერთო ღირებულება 34 მილიონ დოლარს აღწევს. თელავსა და გორში დიდი დარბაზი 1 500 მაყურებელს დაიტევს, პატარა - 500, ხოლო ბათუმში დიდი დარბაზი2 500, პატარა 500 მაყურებელზეა გათვლილი. სპორტის სასახლეების მიმდებარედ დასასვენებელი სკვერების მოწყობაც იგეგმება.

“გორში, თელავსა და ბათუმში უპრეცედენტო სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა პრაქტიკულად დასასრულს მიუახლოვდა. სამივე ქალაქში მშენებარე სპორტული ობიექტები მრავალფუნქციური სპორტული დარბაზებია, რომლის მშენებლობას კანადური ფირმა „ბეჰლენ ინდასთრი“ ახორციელებს.

საქართველოს მთავრობასთან შეთანხმების ფარგლებში, თავად კომპანიამ დააფინანსა ამ ობიექტების მშენებლობაც და მოიზიდა საჭირო საკრედიტო რესურსი. ვფიქრობ, ასეთი მასშტაბური პროექტის განხორციელება კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია როგორც საქართველოსა და კანადას შორის ურთიერთობების გაღრმავების პროცესში, ასევე სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების და კანადური ინვესტიციების მოზიდვის პროცესში.
დიდი მადლობას ვუხდი კომპანიის მფლობელს და პრეზიდენტს, პოლ კანინგემს ასეთი აქტიური ჩართულობისთვის და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი სპორტის ხელმისაწვდომობა და მასობრიობის გაზრდაა, სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა კი მთელი ქვეყნის მასშტაბით სასიცოცხლოდ აუცილებელია. ხოლო, როდესაც ჩვენ გორზე ვსაუბრობთ, ამ ქალაქს და ზოგადად, ამ რეგიონის სპორტულ ტრადიციებს ნამდვილად ეკუთვნისმულტიფუნქციური, მაღალტექნოლოგიური, საერთაშორისო სტანდარტების სპორტული ობიექტი.“ - განაცხადა კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ.

მაღალტექნოლოგიური ენერგოეფექტური თანამედროვე სპორტული ობიექტებიკანადური კომპანიის„ბეჰლენ ინდასთრი“ მიერ შენდება, რომელიც წარმოადგენს ფართომალიანი ნაგებობების უმსხვილეს მწარმოებელს კანადაში.კომპანია აღიარებული ლიდერია ასაწყობი ფოლადის შენობების დამზადების სფეროში გლობალური მასშტაბით და მას დიდი გამოცდილება გააჩნია.
ბეჰლენსა და საქართველოს მთავრობას შორის მიღწეული შეთანხმების ფარგლებში, პროექტი დაფინანსდა ბეჰლენის მიერ, რომელმაცპროექტისთვის საჭირო გრძელვადიანი საკრედიტო რესურსი თავად უზრუნველყო.


პროექტი საფუძველს უყრის საქართველოსა და კანადას შორის საქმიანი ურთიერთობების განვითარებას, და მისი წარმატება, საქართველოს ინფრასტრუქტურაში კანადური ინვესტიციების ზრდისსამომავლო გარანტიაა.ხელშეკრულება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, შპს „სპორტმშენსერვისსა“ და კანადურ კომპანიას BEHLENINDUSTRIES LP-ს შორის 2016 წლის 4 ოქტომბერს გაფორმდა.
პარალელურად, თბილისსა და ქუთაისში საფეხბურთო და სარაგბო 10 მოედნის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტის ღირებულებაა 10 700 000 ლარი. საერთო ჯამში, კულტურისა და სპორტის სამინისტროსმშენებარე სპორტულ ობიექტზე დასაქმებულიაскачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com