ვინ არის ექიმი, რომელსაც სოციალურ ქსელში გულმხურვალედ ლოცავენ

05 თებერვალი, 2018 49 964


ვინ არის ექიმი, რომელსაც სოციალურ ქსელში გულმხურვალედ ლოცავენ

    
   ავტოავარიამ, რომელიც ხონში მოხდა საზოგადოება მას შემდეგ აღაშფოთა,  რაც  15 წლის გოგონას სიცოცხლეს საფრთხე შეექმნა.  თამთა ქუთაისიდან თბილისში, ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს. იქ გიორგი ექიმი ელოდა. ახლა ყველამ იცის-გოგონა საიმედო ხელშია.
   გიორგი გეგია, საქვეყნოდ ცნობილი ქირურგის ედვარდ გეგიას ვაჟია. გიორგიმ უმაღლესი სამედიცინო განათლების პარალელურად, სამედიცინო სკოლა მამის გვერდით გაიარა.



  ოქროს გულისა და ხელის ქირურგმა, ელვარდი ექიმმა  ოჯახიც ასეთივე დატოვა. გიორგის ჰყავს მეუღლე და ოთხი შვილი. ოჯახი თბილისში ცხოვრობს. გიორგის წარმატებულ კარიერას არაერთი რეპორტაჟი და წერილი მიეძღვნა. გიორგი ამბობს , რომ თავისი მამა, მისი უფროსი მასწავლებელი და მეგობარი ქართულ მედიცინაში მოვლენა იყო. დღეს  გიორგიზე შეიძლება იგივე ითქვას.  იგი გასაოცარი გულის, გონების და მარჯვენის ადამიანია.  
  გიორგის დედა,  ნაზი გეგია პროფესიულ და საზოგადო ასპარეზზე დღესაც წარმატებით მოღვაწეობს -საკუთარ ფუძესა და მშობლიურ რაიონს ემსახურება. ასევე წარმატებულები არიან გიორგის დები -თამუნა და მარიამი. 
  როცა გეგიების ოჯახზე საუბრობენ, ყველა ხონელი განსაკუთრებული სიამაყით აღივსება და არ არსებობს ძალა, რამაც გიორგი საკუთარ ფესვებს შეიძლება დააშოროს. 


https://megatv.ge/news/9430-chumi-qvelmoqmedeba-ambavi-romelic-19-wlis-win-moxda.html
https://megatv.ge/news/sazogadoeba/9778-tamtas-janmrtelobas-giorgi-gegia-daicavs.html 
   
   скачать dle 12.0
კომენტარები
აგრეთვე იხილეთ: