ამბები




მაჩალიკაშვილი: პანკისის დაკარგვაზე განცხადება ემოციური იყო


პანკისის დაკარგვაზე განცხადება ემოციური იყო- ამის შესახებ საუბარია განცხადებაში, რომელიც თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახმა გაავრცელა.ინფორმაციას ipn-ი ავრცელებს.
საუბარია ტელეკომპანია „იბერიას“ ეთერში მალხაზ მაჩალიკაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომლის თანახმადაც, თუ „დამნაშავე პირები არ დაისჯებიან ხელისუფლება პანკისს დაკარგავს“. 
„გვინდა გამოვეხმაუროთ ტელეკომპანია „იბერიას“ ეთერში ჩვენს მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომელსაც სრულიად არასწორი განმარტებები მიეცა სხვადახვა ადამიანების და ჯგუფების მიერ.
დასაწყისშივე გვინდა განვმარტოთ, რომ ჩვენი ოჯახის ემოციური მდგომარეობა ეხლა უაღრესად მძიმეა. ჩვენმა ოჯახმა ყველაზე მძიმე ფორმებით განიცადა უსამართლობა და ამ სტრესის და ტკივილის გადატანას უზენაესი ალაჰისა და ჩვენი ქისტი და ქართველი მეგობრების მხარდაჭერით, ასევე სამართლიანობის იმედით თუ ვახერხებთ.
ჩვენი 19 წლის შვილი ჩვენივე სახლში ღამით ყველაზე სასტიკი და აგრესიული ფორმით ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოგვიკლეს. სპეცრაზმელები ჩვენს ოჯახს, როგორც დამნაშავეებს და არაადამიანებს მოგვექცნენ. იარაღების დამიზნებით იატაკზე დაგვყარეს და გადაადგილების შესაძლებლობას არ გვაძლევდნენ. რამდენიმე საათის განმავლობაში ოთახში ვყავდით გამოკეტილები და იარაღებით კბილებამდე შეიარაღებული პირები გადაადგილების შესაძლებლობას და ჩვენი შვილის დაჭრის შესახებ ინფორმაციის გაგების შესაძლებლობასაც კი არ გვაძლევდა. ერთი საათის განმავლობაში თემირლანი საკუთარ ოთახში სისხლისგან იცლებოდა და ჩვენ ჩვენი შვილის დახმარების საშუალებაც კი არ მოგვცეს. ჩვენი სასოწარკვეთა და ტრაგედია იმდენად ღრმა არის, რომ ამის გადმოცემა სიტყვებით შეუძლებელია და ამას ჩვენი ქისტური სიმამაცის ეთიკაც არ გვაძლევს.скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com