ამბები




"გამოთავისუფლებული თანხებით ვაპირებთ, მეხანძრე-მაშველების ხელფასები გაიზარდოს"-რეორგანიზაცია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში


"გამოთავისუფლებული თანხებით ვაპირებთ, მეხანძრე-მაშველების ხელფასები გაიზარდოს"-რეორგანიზაცია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში


 საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში რეორგანიზაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს, – ამის შესახებ უწყების ხელმძღვანელმა გიორგი მღებრიშვილმა რუსთავში განაცხადა, სადაც სახანძრო-სამაშველო სამსახურის ახალი შენობა გახსნა.
მისი თქმით, სამსახურიდან არც ერთი თანამშრომელი არ გათავისუფლებულა. როგორც მღებრიშვილმა აღნიშნა, ზოგი მათგანი კადრების განყოფილებაში გადაიყვანეს.
„სახეცვლილ სამსახურს წარმოვადგენთ ორ თვეში. პრეზენტაცია გვექნება. გათავისუფლებული არცერთი თანამშრომელი არ არის. ზოგი მათგანი გადაყვანილია კადრების განყოფილებაში. მიმდინარეობს როტაცია-ოპტიმიზაცია, გამოთავისუფლებული თანხებით ვაპირებთ, მეხანძრე-მაშველებს ხელფასები გაიზარდოს, ეს დღეს ჩვენი მთავარი გამოწვევაა. თუკი რამე ცვლილება იქნება, შეეხება მენეჯმენტს, ზედა რგოლს. არც ერთი პროფესიონალი მეხანძრე-მაშველი თავის ადგილს არ დაკარგავს", – განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.
скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com