ამბები

პარლამენტის ახალი ვებგვერდი მიმდინარე წლის ბოლოს ამოქმედდება


 პარლამენტის ახალი ვებგვერდი მიმდინარე წლის ბოლოს ამოქმედდება




  პარლამენტის ახალი ვებგვერდის კონცეფციის პრეზენტაცია ხვალ სასტუმრო რუმსში გაიმართება, სადაც საქართველოს პარლამენტი ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმის 2017 წლის შედეგებს განიხილავა შედგება . გავრცელებული ინფორმაციით  ღონისძიების ორგანიზატორები არიან ევროკავშირი (EU) და გაეროს განვითარების პროგრამა(UNDP),ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან (IDFI) თანამშრომლობით.
   შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ თამარ ჩუგოშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე; ირინა ფრუიძე, ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე; სოფი ჰუე გერიში, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის პროგრამის მენეჯერი საჯარო ადმინისტრირების რეფორმების მიმართულებით; და გიორგი ბრეგაძე, გაეროს განვითარების პროგრამის დემოკრატიული მმართველობის გუნდის ხელმძღვანელი საქართველოში.
   ქეთევან ცანავა იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელი და საქართველოს ღია მმართველობის კოორდინატორი, შეხვედრის მონაწილეებს გააცნობს საქართველოს მიღწევებს ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ვალდებულებების შესრულების პროცესში და ისაუბრებს 2018 წლის ივლისის გლობალური სამიტის დაგეგმვის მიმდინარე საქმიანობაზე.
შეხვედრა დასრულდება პარლამენტის ახალი ვებგვერდის კონცეფციის პრეზენტაციით; ახალი ვებგვერდი მიმდინარე წლის ბოლოს ამოქმედდება.скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com